vap.ge

წამალი დესერტი – საუკეთესო მკურნალი

წამალი დესერტი - საუკეთესო მკურნალი

თავი ვერ შევიკავე და პროსტატიტის წამლის შესახებ მაინც მოგწერეთ. ამ წამლით მეუღლეს ვმკურნალობდი და თამამად ვთავაზობ ყველას, ვისაც წინამდებარე ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.

1. ჩემი მეუღლე თანამედროვე ფარმაკოლოგიურ საშუალებებს სათოფეზე არ ეკარება, ამიტომ, როდესაც პროსტატის ჯირკვლის ანთების დიაგნოზი დაუსვეს, საგონებელში ჩავვარდი. ბოლოს, როგორც იქნა, თავი მოვუყარე ხალხურ მედიცინაში არსებულ საშუალებებს და მათი გამოცდა დავიწყე.

ერთ-ერთი მათგანი წამალი კი არა, ნამდვილი დესერტია, მასზე გემრიელი არაფერი მოიძებნება.

მის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 1 ცალი გულაბი მსხალი და 500 გრამი ხენდრო, გა-
მოწუროთ წვენი, ჩაასხათ ჯამში, დაუმატოთ 1 მწიფე ბანანი და 1 სადილის კოვზი ლუდის საფუარი.

ყველაფერი ეს კარგად უნდა ათქვიფოთ მიქსერით ან ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მიღებული მასა უნდა გაყოთ 3 ნაწილად და მიირთვათ დღეში სამჯერ, ჭამამდე, 2 კვირის განმავლობაში. მერწმუნეთ, მართლაც გასაოცარი წამალია, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება.

მისი მიღების პარალელურად მეუღლეს ყოველდღიურად კიდევ ორნაირ სალათს ვაჭმევდი.

2. პირველის მოსამზადებლად უნდა აიღოთ კომბოსტო, ისპანახი, რამდენიმე ცალი პო-
მიდორი და თალგამის პატარა თავი, ეს ყველაფერი დაჭრათ და კარგად აურიოთ. შეგიძლიათ, ცოტაოდენი მარილი და ზეთი დაუმატოთ. სხვა სანელებლებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.

3. მეორე სალათისთვის საჭიროა 4-6 ცალი სტაფილო და 1 მოზრდილი კონა ოხრახუში
წვრილად უნდა დაჭრათ და პირველი სალათის მსგავსად შეაზავოთ.

რა თქმა უნდა, ამგვარი სალათებით ჩვენს კაცებს ვერ გააოცებ, მაგრამ ასეთი მენიუს
წყალობით ერთ თვეში ჩემი ქმარი საგრძნობლად მომჯობინდა.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ზამთრის სეზონი გაციების გარეშე წარმოუგენელია, გაგიზიარეთ ხალხური მედიცინის საუკეთესო რეცეპტებს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version