vap.ge

იცოდით ჭარხალი ამდენ დავადებას რომ კურნავდა? ნახეთ რა დადებითი თვისებები აქვს ჭარხალს ჩვენი ორგანიზმისთვის

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჭარხალი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, რომელსაც აქვს დადებითი გავლენა მთელი ჩვენი ორგანიზმისა და მისი პრაქტიკულად ყველა სისტემის მუშაობაზე.

ძალიან სასარგებლოა ჭარხალი ნებისმიერი ფორმით (მოხარშული, ნედლი, წვენის სახით და ა.შ.), თუმცა უმჯობესია მისი მირთმევა ყოველგვარი დამუშავების გარეშე, რათა ბოსტნეულში სასარგებლო კომპონენტების ნაწილი არ განადგურდეს.

როგორ გამოვიყენოთ ჭარხალი სამკურნალოდ? 

1. ქერტლი

მინის ქილაში ჩაასხით 1,5 ლიტრი ცივი წყალი და ჩაყარეთ კანისაგან გასუფთავებული, პატარა კუბიკებად დაჭრილი ერთი მთლიანი ჭარხალი. დააყოვნეთ ეს საშუალება რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში და შემდეგ კარგად დაიბანეთ თავი ამ ნაყენის დახმარებით. გამოყენებამდე აუცილებლად დაუმატეთ ანალოგიური რაოდენობით ცხელი წყალი. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ ქერტლი აუცილებლად გაქრება!

2. მასტოპათია

გახეხეთ ერთი მოზრდილი ზომის მოხარშული ჭარხალი წვრილ სახეხზე, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და კარგად გადაურიეთ. მიღებული ნაზავი წაისვით მკერდის არეზე და გაიჩერეთ 5-10 წუთით. ჩაიტარეთ პროცედურა რეგულარულად პრობლემის აღმოფხვრამდე.

3. ჰაიმორიტი

გახეხეთ ერთი ჭარხალი წვრილ სახეხზე და კარგად გამოწურეთ წვენი მიღებული ფაფისგან. მზა წვენი ოდნავ შეათბეთ, ჩაალბეთ მასში ბამბის პატარა ნაჭერი და მოითავსეთ 10 წუთით ცხვირის ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე ნესტოში.

4. სურდო

სურდოს სწრაფად და მარტივად რომ გაუმკლავდეთ, რეგულარულად ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში ჭარხლის ახლადგამოწურული წვენი 2-3 წვეთის ოდენობით.

5. ღვიძლის დაავადებები

ღვიძლის დაავადებების უმრავლესობა მარტივად შეგვიძლია განვკურნოთ მათი გაწმენდის გზით, რაშიც უბრალო ჭარხალი გვეხმარება.

კარგად გარეცხეთ 3 საშუალო ზომის ჭარხალი, დაჭერით პატარა კუბიკებად და ჩაყარეთ მინის 3 ლიტრიან ქილაში. დაჭრილ ჭარხალს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი და 500 გრამი შაქარი. ქილას ზემოდან შემოახვიეთ პოლიეთილენის პარკი და მჭიდროდ დააფარეთ თავსახური. დააყოვნეთ ეს საშუალება ბნელ ადგილას 2 დღე-ღამის განმავლობაში (დღეში 2-ჯერ კარგად მოურიეთ).

დაყოვნებულ მასას დაუმატეთ 700 გრამი ქიშმიში, კიდევ 4 ჩაის ჭიქა შაქარი და 1/2 ჩაის ჭიქა წყალი. შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას ეს მასა 7 დღის განმავლობაში, პერიოდულად კარგად მოურიეთ. მზა საშუაება გადაწურეთ ახალ, სუფთა ქილაში. ასე მიიღებთ ჭარხლის ბურახს 1 ლიტრის ოდენობით, რომელიც უჯრედულ დონეზე გაწმენდს ღვიძლს. მთლიანი კურსისთვის დაგჭირდებათ ჭარხლის ბურახი 3 ლიტრის ოდენობით.

მიიღეთ ეს საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდნეობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – სასმელის ამოწურვამდე (3 ლიტრი). ერთი კურსის ჩატარების შემდეგ გააკეთეთ 3 თვიანი შესვენება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version