vap.ge

ვიტილიგოს მკურნალობა ამ მეთოდებით ბევრად მარტივია

ვიტილიგოს მკურნალობა ამ მეთოდებით ბევრად მარტივია

მინდა მოგაწოდოთ რამდენიმე რეცეპტი ვიტილიგოს სამკურნალოდ.

კანის იმ უბნებში, სადაც თეთრი ლაქები გაქვთ, დღეში 2-3-ჯერ შეიზილეთ ძირთეთრას ფესვების წვენი. ამ დღეებში რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატაროთ მზეზე.

ან: დღეში 2-ჯერ თხლად შეიზილეთ კანში ძირთეთრას მალამო (2 სუფრის კოვზ ძირთეთრას გამომშრალ ყვავილს შეურიეთ 100 გრამი ღორის მუცლის ქონი; შედგით ნელ ცეცხლზე, შეათბეთ, გადმოდგით და გადაწურეთ).

1 სუფრის კოვზ კრაზანას გამომშრალ ფოთლებსა და ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, სამი კვირის განმავლობაში.

ერთი კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. მკურნალობა 4-6 თვეს მოითხოვს. ამავე დროს ისვით კრაზანას ზეთიც: აიღეთ 1 წილი ბალახი, დაასხით 10 წილი ზეთი, გააჩერეთ 3 საათის განმავლობაში, ჩადგით წყლის აბაზანაში, შემდეგ გაფილტრეთ და გაწურეთ.

კრაზანა ზრდის ულტრაიისფერი სხივებისადმი კანის მგრძნობელობას, ამიტომ პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ მზის ხანმოკლე აბაზანა.

უმჯობესია, დაიწყოთ 1-2 წუთით და ყოველდღიურად 1-2 წუთი მიუმატოთ. კურსი 20-30-დღიანია.

აიღეთ 20-20 გრამი გვირილის ყვავილი, სალბის ფოთოლი, კრაზანა, კალენდულას
ყვავილი, შავთავას ბალახი, ჭინჭრის ფოთოლი, ორკბილა. დააქუცმაცეთ, აურიეთ ერთმანეთში, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით დააყენეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ ჭამამდე, 2 თვის განმავლობაში.

აიღეთ თანაბარი რაოდენობით შავი პილპილი და საჭმელი სოდა, აურიეთ ერთმანეთში, შეიზილეთ ნარევი კანში.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:20 როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ კოჭა? რა დროსაა რეკომენდებული მიღება?

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version