vap.ge

ფაღარათი გაქვთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ? მაშინ ეს სტატია თქენთვისაა

ფაღარათი გაქვთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ? მაშინ ეს სტატია თქენთვისაა

აიღეთ 3 სადილის კოვზი ჟოლოს ნაყოფი ან ფოთოლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ. დალიეთ დღეში 4-ჯერ 1/2-1/2
ჭიქა.

მოზრდილებისა და ბავშვებისათვის (5 წლის ზემოთ)ფაღარათის საწინააღმდეგოდ
რეკომენდებულია დაფქვილი „კუტი კულას“ — ქათმის კუჭის შიგნითა გარსის მიღება.

ამისათვის, სასურველია, გარსი წინასწარ გქონდეთ მომზადებული. ის ნაზად უნდა
მოაცილოთ ქათმის კუჭს, კარგად გარეცხოთ და გააშროთ (გაახმოთ). გამოყენების წინ
ქვასანაყში დანაყოთ და ფხვნილის სახით მიიღოთ 2-ჯერ დღეში თბილი წყლის მიყოლებით.

სასურველია ოჯახში გქონდეთ წინასწარ მომზადებული შოთხვის ნაყენი, რომელსაც
ფაღარათის დროს გამოიყენებთ.

აიღეთ 2 ჩაის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული შოთხვის ქერქი, დაასხით 1 ჭიქა არაყი, გააჩერეთ 2 კვირა. ფაღარათის დროს მიიღეთ დღეში 4-ჯერ 1 ჩაის კოვზის ოდენობით.

სასარგებლოა მოცვის ნაყენის მიღებაც. მოცვის ნაყოფს უნდა დაასხათ მდუღარე
წყალი, ცოტა ხანს გააჩეროთ ჩაის ნაყენის მსგავსად და შემდეგ მიირთვათ.

– კარგი საშუალებაა ფაღარათის დროს ცირცელის ახალგამოწურული წვენი — დღეში 3-ჯერ 1/3 ჭიქა.

მუხის ქერქის ნაყენი მხოლოდ მოზრდილებისათვის (ბავშვებს ნუ დაალევინებთ) აიღეთ 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული მუხის ქერქი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული და შეგრილებული წყალი, გააჩერეთ 8 საათი, გადაწურეთ და დღეში 3-ჯერ ჭამის წინ მიირთვით ყლუპ- ყლუპად.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version