vap.ge

ეს მეთოდი დაგეხმარებათ სახლის პირობებში ცელულიტის დამარცხებაში

ზაფხულის სეზონი ახლოვდება და ყველას გვსურს, საცურაო კოსტიუმში ლამაზად გამოვიყურებოდეთ, თუმცა ცელულიტი ქალების 90%-სთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. მითია, რომ ცელულიტი მხოლოდ ჭარბწონიან ადამიანებს ემართებათ. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც არაჯანსაღი კვების რაციონი, ასევე გენეტიკა. ასაკთან ერთად ცელულიტის პრობლემა უფრო შემაწუხებელი ხდება, რადგან ორგანიზმში მცირდება კოლაგენის გამომუშავება.

ამ სტატიაში გთავაზობთ ყველაზე მარტივ და შედეგიან ხერხებს კანისთვის გლუვი და მბზინვარე ეფექტის მისაღწევად.

1. ჯაგრისიანი სავარცხლით დაიმასაჟეთ სხეულის ის ნაწილები, რომლებზეც ცელულიტი გაწუხებთ. ჯაგრისი უნდა იყოს ნატურალური, მყარი ბეწვისგან გაკეთებული.

მასაჟი ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ 5 წუთის განმავლობაში. ეს პროცესი ხელს უწყობს უჯრედების განახლებასა და სისხლის მიმოქცევას, ასევე, ათავისუფლებს ლიმფურ კვანძებს ტოქსინებისგან.

2. ყავისგან დამზადებული სკრაბი - ორი ან სამი ჩაის კოვზი ყავის მარცვლები აურიეთ მცირეოდენ წყალში და მიღებული მასით კვირაში 3-ჯერ 10 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ სხეული. ყავა დიდი დოზით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც კანის სტრუქტურას გაძლიერებაში ეხმარება და ასტიმულირებს სისხლის ცირკულაციას.

3. 1 ჭიქა ვაშლის ძმარი გააზავეთ 2 ჭიქა წყალში. სასურველია მცირეოდენი თაფლის დამატებაც. მიღებული მასით დაიმასაჟეთ სხეულის ცელულიტიანი ნაწილები. დაიტოვეთ 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეში ორჯერ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

ვაშლის ძმარი შეიცავს მინერალებს, კალიუმს, მაგნიუმს და კალციუმს - ჩამოთვლილი ელემენტების დახმარებით ორგანიზმიდან ქრება ტოქსინები. სწორედ ამიტომაა ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტური. ასევე ვაშლის ძმარი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

Facebook კომენტარები
Exit mobile version