vap.ge

უმარტივესი და უგემრიელესი ვაშლის ნამცხვარი

ინგრედიენტები

  • სოდა - 1 ჩ.კ
  • ვანილი
  • ფქვილი - 250 გ
  • კარაქი - 200 გ
  • შაქარი - 150 გ
  • არაჟანი - 1/2 ჭიქა
  • კვერცხი - 3
  • ვაშლი - 3-4 ცალი
მომზადება:

კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილისგან ათქვიფეთ ბეზე. გული, შაქარი და არაჟანი ცალკე ათქვიფეთ. დაამატეთ ვანილი და დარბილებული კარაქი, კიდევ ათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ ფქვილი და სოდა. მიღებულ ცომს დაამატეთ  ბეზე და ხელის სათქვეფით შეურიეთ. ცომი გადაიტანეთ 24 სმ დიამეტრის ფორმაში. ვაშლი გათალეთ და დაჭერით , დაალაგეთ ცომზე ზემოდან. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი

Facebook კომენტარები
Exit mobile version