vap.ge

როგორი იქნება მშვილოსნებისთვის ეს პერიოდი ფინანსური თვალსაზრისით

23 ნოემბერი-22 დეკემბერი- ეს მშვილდოსნების პერიოდა, და ალბათ ყველა მშვილდოსანს აინტერესებს თუ როგორი თვე ექნებათ მათ.

როგორც კვირის პირველ ნახევარში, ასევე მთელი თვის მანძილზე  მშვილდოსანს ფინანსურად შეიძლება გაუმართლოს.  თუ ხართ ბიზნესმენები, ბევრ თქვენგანს ექნება მომგებიანი შეკვეთების საკმარისი რაოდენობა. კოლეგები სამუშაო კოლექტივში და ქვეშევრდომები პოზიტიური განწყობით იქნებიან. კვირის პირველ დღეებში შეძლებთ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი პროფესიული უნარები, გაზარდოთ შრომისუნარიანობის დონე და მუშაობის ხარისხი. თუმცა, ბიზნესმენებს ვარსკვლავები ურჩევენ, ცოტა ხნით თავი აარიდონ საორგანიზაციო საკითხებს და შეეცადონ საფუძვლიანად ჩაუღრმავდნენ იმ საქმის დეტალებს, რასაც მათი თანამშრომლები აკეთებენ.  შეეცადეთ ფოკუსირება მოახდინოთ სამუშაოზე, რომელიც არ იქნება ვადებში შეზღუდული. გადაჭრით საკითხები მაშინვე, როგორც კი ისინი წარმოიქმნება. კვირის მეორე ნახევარში ბევრი თქვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს რთულ სიტუაციაში, როდესაც ფიზიკურად შეუძლებელი იქნება სამსახურებრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულება. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ჯანმრთელობის გაუარესება ან დაშვებული შეცდომები. ბიზნესმენებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნამ, შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტიულობის გაზრდა. შეიძლება შემოგთავაზონ სამუშაო ნახევარ განაკვეთზე ან დისტანციურად. წარმატებას მიაღწევთ კერძო შეკვეთების შესრულებაში. გამოიყენეთ ეს დრო თქვენი პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად. ამავდროულად, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არ იყოთ ზედმეტად გულგრილი იმ ინფორმაციის მიმართ, რომელიც თქვენამდე მოვა. ეცადეთ არავის დაუპირისპირდეთ და არ შეხვიდეთ კონფლიქტში. მთავარი პრობლემები მიმდინარე თვეში შეიძლება დაკავშირებული იყოს მივლინებებთან, კლიენტებთან და ინფორმაციასთან მუშაობასთან. სამუშაო გარემოში კოლეგებთან ურთიერთობა სტაბილური იქნება. თუმცა, არ არის გამორიცხული, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, რომ თქვენი ინიციატივის რეალიზება გაგიჭირდებათ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version