vap.ge

ლოცვა ქრისტიანთათვის

ყველა მორწმუნე ადამიანს ჭირდება ლოცვა, თავისი რწმენის გასაძლიერებლად, სწორედ ამიტომ უნდა წაიკითხოთ ეს ლოცვა, რადგან გააძლიეროთ თვქენი და თქვენი ოჯახის რწმენა.

შენ შეგივრდებით და გევედრებით მარადის ყოვლითა გულითა ჩვენითა, ღმერთსა და მამასა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა, რათა მოწყალითა თვალითა მოიხილო ერსა ამას შენსა ზედა და სამკვიდრებელსა შენსა, რათა მოწყალე იქმნე ჩვენ ზედა, და ქვეყანასა ზედა ჩვენსა, რომელიცა ოხერ-იქმნა ცოდვათა ჩვენთაგან და წარტყვენულ ვიქმენით, და მონა მბრძოლთა ჩვენთა. მეუფეო, სათნო იყავ, რათა პირველივე განთავისუფლება მოგვმადლო, ვითარცა ძველ ოდესმე იაკობ სახე მიიღო რა მხოლოდშობილისა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა. სათნო-ყოფითა და ნებითა შენითა წარმოიყვანე ყოვლით ნათესავით მისითურთ, და მიუძეღუ მას შენსა კეთილსა მას ქვეყანასა აღთქმისა.

და ვითარცა იგინი განათავისუფლენ, და შეუნდუენ ცოდუანი მათნი, ეგრეთვე დააყენე ყოველივე რისხვაი ჩვენზედა მოსრული. მოიქეც გულისწყრომისაგან შენისა. მომაქციე ჩვენ ღმერთო, და საცხოვნებელისა ჩვენისა მცნებათა ქმნასა ღირსმყვენ ჩვენ და განგვაშორე რისხვაი შენი ჩვენგან, ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩვენ, და ნუცა განაგრძობ რისხავასა შენსა თესლითი თესლამდე. ღმერთო შენ მომაქციენ ჩვენ, და მაცხოვნენ ჩვენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი. მიჩვენე ჩვენ უფალო წყალობაი შენი, რათა ვისმინოთ შენმიერი მშვიდობაი და სიხარული. ჰე, უფალო, შეისმინე ჩვენ ცოდვილთა, და უხმართა მონათა შენთა ჟამსა ამასა, და დაიფარე დიდებითა და მშვიდობითა ქვეყანაი ესე შენი.

რამეთუ ძალისა და შეწევნისა შენისა მოსავ ვართ ჩვენ უღირსნი ესე, და ვსასოებთ, რათა მიმიძღვე ჩვენ წყალობისა და ჭეშმარიტებისა შენისა მიმართ. რამეთუ სხვა თვინიერ შენსა არავინ უწყით, და სახელსა წმიდასა შენსა უწოდთ შემწედ ჩვენდა. ნუ განმაგდებ ჩვენ სრულიად, არამედ აღჰსდეგ და აღემართე შენ შეწევნად ცოდვილთა და მდაბალთა მონათა შენთათვის, ვითარცა ძვირ-უხსენებელ ხარ, და შემნანებელ სიბოროტისა ჩვენისა, მოგვაქციენ წარტყვენისაგან ჩვენისა და დააყენე ღელვაი ბოროტთა. გვიხსენ ჩვენ ცოდვათა ჩვენთაგან, რათა განვისვენოთ ჩვენ ბოროტისაგან და გადიდებდეთ შენ მამასა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა, და მხოლოდშობილსა ძესა შენსა, და ყოვლად-წმიდასა სულსა შენსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ა მ ი ნ !

Facebook კომენტარები
Exit mobile version