vap.ge

ამის წაკითხვის შემდეგ აღარ მოგინდებათ მათი ჭამა…პროდუქტები, რომლებიც კიბოს იწვევს

ჩვენს დროს ძალიან რთულია ნამდვილად სასარგებლო პროდუქტების პოვნა მაღაზიის დახლებზე. მავნე პროდუქტების რაოდენობა დღითიდღე იმატებს. ჩვენ მოვამზადეთ პროდუქტების სია, რომლებიც ერთი შეხედვით საშიშროებას არ წარმოადგენს, სინამდვილეში კი მათი მირთმევა დაუშვებელია, თუ არ გსურთ, ჯანმრთელობას ავნოთ!

ჯემები

მაღაზიის ჯემები ძალიან საშიშია, რადგან შეიცავს მძლავრ ანტიგამამჟავებლებს, რომლებიც ხილს პირვანდელი იერსახით ინარჩუნებს. ასევე საშიშია საღებავები მათ შემადგენლობაში.

კარტოფილი ფრი

კარტოფილი ფრი შეიცავს დიდი ოდენობით სახამებელსა და ცხიმებს, მისი მოხმარება ჭარბწონიანობას იწვევს. თუმცა, ეს ერთადერთი პრობლემა არ არის. კარტოფილი შეიცავს ტრანსცხიმებს, რომლებიც ათეროსკლეროზის, დიაბეტისა და კიბოს გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს და დარტყმას აყენებს იმუნიტეტს.

პოპკორნი

თავად სიმინდი ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ პოპკორნის მოსამზადებლად მას ზეთს, მარილს, შაქარს, კარამელიზატორებს, გემოს გამაძლიერებლებსა და საღებავებს უმატებენ. მარილის შემცველობით პოპკორნი ჩიფსებს უსწრებს.

მოხარშული ძეხვები

მოხარშული ძეხვები გენმოდიფიცირებული სოისგან მზადდება. სოსისი, სარდელები, მოხარშული ძეხვი, პაშტეტები და სხვა პროდუქტები შეიცავს ნუტრიას ცხიმს, ღორის კანს, გემოს კი გემოს დანამატების წყალობით იღებს.

ლორი

უმეტეს შემთხვევებში, ლორში ხორცის შემცველობა 5%-ს არ აღემატება. დანარჩენი – გელია (გემოსა და ფერის გამაძლიერებლები).

შებოლილი ძეხვი

მათთვის გამოიყენება შესაბოლი სითხეები, რომლებიც შეიცავს ფორმალდეგიდს, რაც კიბოს დაავადებების გამომწვევი შეიძლება გახდეს.

Facebook კომენტარები
Exit mobile version