vap.ge

უგემრიელესი ბორში , ახლავე დაიწყეთ მომზადება , არ ინანებთ.

ინგრედიენტები:

ძროხის ძვლიანი ხორცი – 1-1.5 კგ

სტაფილო – 2-3 ცალი ( საშუალო)

ხახვი – 2 თავი

ნიორი – 3-4 კბილი

კომბოსტო – 1 კგ

ჭარხალი – 3 თავი (საშუალო)

კარტოფილი – 3-4 ცალი

ტომატი – 1-2 სუფრის კოვზი ( ან პამიდორი 3-4 ცალი)

დაფნის ფოთოლი – 2 ცალი

კარაქი – 50 გ

ოხრახუში, ნიახური, მარილი, ძმარი, წიწაკა- გემოვნებით, არაჟანი- გემოვნებით

მომზადების წესი:

გარეცხილი ძვლიანი ხორცი მოათავსეთ ქვაბში, ბლომად დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება. ცეცხლს დაუწიეთ და მოხადეთ ქაფი.

გააგრძელეთ დუღილი ხორცის სრულ მოხარშვამდე. მოხარშული ხორცი ამოიღეთ მეორე კერძისათვის, ბულიონი კი შეინახეთ.

წვრილად დაჭერით: ჭარხალი, სტაფილო, ოხრახუში და ხახვი. ქვაბში გაადნეთ 50 გ კარაქი, ჩაყარეთ დაჭრილი ბოსტნეული (რომ არ ჩაგეწვათ, დაუმატეთ ბულიონი ცოტა რაოდენობით) და თავდახურულ ქვაბში ნელ ცეცხლზე მოშუშეთ, თან დროდადრო ამოურიეთ.

5 წუთის შემდეგ შეურიეთ დაჭრილი კომბოსტო, ნიორი, წიწაკა (მთელი), ნიახური და დაფნის ფოთოლი. ქვაბს ისევ დაახურეთ სახურავი და გააგრძელეთ ბოსტნეულის მოშუშვა. დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი, მოასხით გამზადებული ბულიონი და ადუღეთ კარტოფილის მოხარშვამდე.

შეაზავეთ ტომატით ან გახეხილი პამიდვრით, ძმრით და მარილით. თუ გსურთ, რომ ბორში წითელი ფერის გამოგივიდეთ, ცეცხლის გამორთვამდე (1-2 წუთით ადრე) მოაყარეთ გახეხილი, უმი ჭარხალი (პატარა თავი).

ან მოამზადეთ ნაყენი შემდეგნაირად:

გახეხეთ ერთი პატარა თავი ჭარხალი, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ძმარი, აურიეთ კარგად და ნელ ცეცხლზე შეათბეთ. ნაყენი გაწურეთ და მოასხით ცალკეულ ულუფას, სუფრაზე მიტანის წინ.

თუ მოხარშულ ხორცს, მეორე კერძისათვის არ გამოიყენებთ, მაშინ დაჭერით ნაჭრებად და ცალკეულ ულუფაში მოათავსეთ, ბორში შეგიძლიათ მიირთვათ არაჟნით.

Facebook კომენტარები
Exit mobile version