vap.ge

რამდენიმე შოკისმომგვრელი კულინარიული რჩევა, რომელიც გაგიმარტივებთ კერძების მომზადებას

ალბათ ყველას გქონიათ ის მომენტი, როდესაც რესტორანში მირთმეული კერძი მოგეწონათ, შემდეგ მისი რეცეპტი იპოვეთ, მოამზადეთ, თუმცა საერთოდ არ გამოვიდა გემრიელი? ამასთან, პრობლემა პროდუქტში არ იყო, რადგან ყოველი ინგრედიენტი გულმოდგინედ შეარჩიეთ.

რესტორნის კერძის საიდუმლო მარტივ ეშმაკობებშია, რომლებსაც შეფ-მზარეულები იყენებენ.

გთავაზობთ რამოდენიმე კულინარიულ ეშმაკობას, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ისეთივე კერძების მომზადებას, როგორებსაც მხოლოდ რესტორნებში ვხვდებით.

თუ კერძში უმ ხახვს იყენებთ, ჩაალბეთ წინასწარ ყინულიან წყალში. ხახვი ნაკლებად ცხარე გახდება და, რაც მთავარია, არ დატოვებს უსიამოვნო გემოს.

თუ მეტისმეტად ძლიერი ყავა იყიდეთ, რომელსაც მომწარო გემო აქვს, ნუ განაწყენდებით. მის მომზადებამდე დაუმატეთ მწიკვი მარილი და დარიჩინი. ეს ეშმაკობა სასმელს სირბილესა და ღვთაებრივ არომატს მიანიჭებს.

თუ ახალი, წვნიანი ბოსტნეულის სალათს ამზადებთ, მოაყარეთ მარილი მანამ, სანამ შეაზავებდეთ. ასე სალათს კი არა, სუპს მიიღებთ

ხორცს აბრეშუმისებრი ტექსტურა რომ ჰქონდეს და ზომიერად შეიწვას, წაუსვით ხორცის ნაჭრებს სიმინდის სახამებლისა და კვერცხის გულის ნაზავი. ამ ეშმაკობის გამოყენებით, თქვენ მიიღებთ წვნიან და ნაზ ხორცს, რომელიც პირში დნება.

ყოველთვის დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი ნამცხვრის ცომს. მხოლოდ 1/2 ჩ.კ. ფხვნილი გააძლიერებს სხვა ინგრედიენტებისა და სანელებლების გემოს. შეგიძლიათ ნებისმიერი სახეობის მარილის გამოყენება

დაუმატეთ სოუსს 1 ჩ.კ. არაქისის კარაქი ან მდოგვი, რათა მას მკვეთრი გემო და არომატი მიანიჭოთ. განსაკუთრებით კარგია ამ ხრიკის გამოყენება, თუ კერძი უნდა მოთუშოთ.

დაუმატეთ ცოტაოდენი არაყი პეროგის ცომს. გამოცხობისას მიიღებთ ხრაშუნა ფენოვან ქერქს. ნუ შეგეშინდებათ, რადგან მომზადებისას სპირტი ორთქლდება და ნამცხვრის გემოს არ გააფუჭებს. შეგიძლიათ ცომში ბრენდის ან რომის დამატება, რათა პეროგს პიკანტურობა მიანიჭეთ.

თუ ცივი ჩაი გიყვართ ხილით, დაუმატეთ მას მწივი სოდა. ის ჩაიში ტანინებს გაანეიტრალებს.

კიდევ ერთი ეშმაკობა იდეალურად შემწვარი ხორცისთვის: უმი ხორცი დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რათა კარგად გაშრეს და შემდეგ გადაალაგეთ ტაფაზე. გაითვალისწინეთ, რომ ტაფა ძალიან კარგად უნდა იყოს გახურებული თავის ზეთიანად. უკეთესი იქნება თუჯის ან უჟანგავი ფოლადის ტაფის გამოყენება

კოტლეტის ფარშს დაუმატეთ ცოტაოდენი საფანელი. ასე იგი უკეთ შეინარჩუნებს ფორმას და ოდნავ ხრაშუნა გამოვა.

ესეთი პატარა ეშმაკობები მნიშვნელოვნად გაზდის თქვენი ულინარიული უნარების დონეს. არ დაგავიწყდეთ მათი გაზიარება მეგობრებისთვის.

Facebook კომენტარები
Exit mobile version