vap.ge

მოამზადეთ უგემრიელესი ჩახოხბილი

ინგრედიენტები

  • ნიორი – 2-3 კბილი
  • კვერცხი – 1
  • ხახვი – 1-2 თავი
  • ტომატ-პასტა – 1 ს.კ
  • პამიდორი – 4-5, საშუალო ზომის და წვნიანი
  • ქათამი – 1.5-2 კგ
  • ქინძი
  • რეჰანი
  • კარაქი – 50 გ
  • წიწაკა
  • მარილი
მომზადების წესები
ქათამი დაჭერით ნაჭრებად. ღრმა ქვაბში გაადნეთ ცოტა კარაქი და დააწითლეთ ქათმის ნაჭრები მსუბუქად. დააყარეთ დაჭრილი ხახვი, დააფარეთ თავზე და მოშუშეთ.
დაამატეთ კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი და ცოტა წყალში გახსნილი ტომატი. წამოადუღეთ და ხარშეთ დაახლოებით 20 წუთი, სანამ ქათამი არ მომზადდება. ბოლოს ჩაამატეთ ათქვეფილი კვერცხი და სწრაფად მოურიეთ, რომ კარგად გაიხსნას. დაამატეთ დაჭრილი წიწაკა, ნიორი, მწვანილი და მარილი. კვერცხი აუცილებელი არ არის, მაგრამ ძალიან უხდება.

 

Facebook კომენტარები
Exit mobile version