ლოცვა მოთმინების მინიჭებისათვის
საკვირველო შემოქმედო, კაცთმოყუარეო მეუფეო, მრავალმოწყალეო უფალო! გულითა შემუსრვილითა და დამდაბლებულითა გევედრები შენ ესრეთ:
ნუ მოიძაგებ ცოდვილისა ჩემისა ვედრებასა, ნუცა უარყოფ ცრემლთა ჩემთა და სულთქუმათა, შეისმინე ჩემი, ვითარცა ქანანელი დედაკაცისაც ისმინე ვედრება, და ნუ უგულებელსმყოფ მე, ვითარცა არა განაგდე შენგან მეძავი იგი, გამოავლინე
ჩემ ცოდვილსაცა ზედა დიდი წყალობაი კაცთმოყუარებისა შენისა და შენითა პატიოსნითა სამოსელითა დამიცევ, შემიწყალე და განმამტკიცე მე, რაითა შენგან მოვლინებულნი ჭირნი და განსაცდელნი მადლობითა და საუკუნო სიკეთეთა სასოებით დავითმინო;
ხოლო უმეტესად მწუხარებალცა ჩემი სიხარულად გარდაცვალე, რათა არა
შთავხდე სასოწარკუეთილებასა და არა წარვწყმდე მე, უბადრუკი ესე, რამეთუ შენ ხარ წყარო მოწყალებისა და ურცხუენელი სასოებაი ჩუენისა ცხოვნებისაი, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ თანა დაუსაბამოით მამით
შენით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოველი სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
აუცილებლად სანახავი:მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.
Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.
Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.
Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.