მიკრობულ სოკოთა სამყარო დაახლოებით 100 ათას სახეობას აერთიანებს. ამათგან პათოგენური, ანუ დაავადების გამომწვევის უნარის მქონე, 100 – მდე სახეობაა. მათი უმრავლესობა ადამიანის სხეულზე წლობით ცხოვრობს, მაგრამ განსაკუთრებული ზიანი არ მოაქვს.
სოკოვანი დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც:
- ორგანიზმი რომელიმე სახეობის წარმომადგენლებზე კონტროლს კარგავს;
- სოკო სხეულზე გარემოდან ხვდება;
- ხელშემწყობ ფაქტორთა გავლენით სოკოები ინფექციურ პროცესს უდებენ სათავეს.
დამახასიათებელი თვისებები
- სოკოები დიდ გამძლეობას იჩენენ როგორც მაღალი (უძლებენ 800 oC – ს ), ისე დაბალი ტემპერატურის მიმართ.
- მზის სხივებისა თუ ქიმიური საშუალებების ხანგრძლივი ზემოქმედების დროსაც კი კარგად გრძნობენ თავს.
- მათი გამომშრალი სპორები წლობით ცოცხლობენ ნესტიან, ცუდად განიავებულ გარემოში.
- ხელსაყრელ პირობებში სიცოცხლე რამდენჯერმე უხანგრძლივდებათ.
- პათოგენური თვისებების გამოსავლენად სათანადო გარემო სჭირდებათ.
- გვინდა გაგაცნოთ ფეხის ფრჩხილის სოკოს მკურნალობის ძველი, სწრაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც უამრავ ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე.
მკურნალობა:
კარგად დაიბანეთ ხელ – ფეხი თბილი წყლით ( ხშირად ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სოკო ხელებსაც აზიანებს! ), აიღეთ წიწვოვანი ხეების ფისი, დაზიანებული ფრჩხილის ზომაზე გააბრტყელეთ, დაიდეთ მასზე და დოლბანდით გადაიხვიეთ. დაიტოვეთ 1 – 2 დღე.
თუ დაავადება დიდი ხნისაა, ფეხები კარგად დაიბანეთ და ყველაფერი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. პროცედურა უმტკივნეულოა, სოკო ქრება, ხოლო ფრჩხილი ჯანმრთელი და სუფთა რჩება.
Facebook კომენტარები