vap.ge

გამოაცხვეთ უგემრიელესი ქადა მარტივად.

ინგრედიენტები: 

  • საფუარი - 1/2 ჩ.კ
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • ვანილი
  • კარაქი - 200 გ
  • არაჟანი - 120 გ
  • შაქარი - 150 გ
  • ფქვილი - 320 გ
მომზადების წესები

რამდენიმე კოვზ წყალში გახსენით საფუარი. თასში შეურიეთ ერთმანეთს 220 გ ფქვილი, სოდა და მარილი. დაამატეთ არაჟანი, საფუარი, 115 გ დარბილებული კარაქი და მოზილეთ რბილი ცომი. გაახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 5 საათი ან თუნდაც მთელი ღამით.

გულსართი: ათქვიფეთ მიქსერით დარბილებული კარაქი და შაქარი. დაამატეთ ვანილი. კარაქი ფუმფულა და ჰეროვანი რომ გახდება, დაამატეთ ფქვილი და ხელით ასრისეთ, სანამ ფხვიერ მასას არ მიიღებთ. შეინახეთ 15-20 წუთი მაცივარში.
ცომი გამოიღეთ გამოცხობამდე ცოტა ხნით ადრე, რომ ოთახის ტემპერატურაზე გათბეს. გაყავით ორად. თითოეული გააბრტყელეთ და ზემოდან მოაყარეთ გულსართის ნახევარი .
გადაახვიეთ რულეტივით და დაჭერით. ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე.

 

Facebook კომენტარები
Exit mobile version