vap.ge

დედა ტერეზას ლოცვა სიამაყეზე , ეს ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს

უფალს ვთხოვე, წაეღო ჩემი სიამაყე და მან მიპასუხა - არა.

მითხრა: სიამაყეს კი არ ართმევენ, მასზე თავად ამბობენ უარს.
ვთხოვე, განეკურნა საწოლს მიჯაჭვული ჩემი ასული. მან მიპასუხა - არა. მითხრა: მის სულს არაფერი ემუქრება, სხეული კი მაინც მოკვდება. უფალს ვთხოვე, ებოძა ჩემთვის მოთმინება. მან მიპასუხა - არა. მითხრა, რომ მოთმინებას განსაცდელის შედეგად ეუფლება ადამიანი, მას კი არ აძლევენ, არამედ იმსახურებენ...

კვლავ ვთხოვე უფალს, ბედნიერება მოეცა ჩემთვის და მან მიპასუხა - არა. თქვა, რომ მხოლოდ ლოცვა-კურთხევას იძლევა. ბედნიერება კი თავად უნდა გამოიძერწოს ადამიანმა.

მე ვთხოვე უფალს, ტკივილისაგან მაინც დავეცავი. მან მიპასუხა - არა. ტანჯვა ადამიანს ამქვეყნიურ საზრუნავს ავიწყებს და მისკენ უკვალავს გზას.


მე ვთხოვე უფალს, სულიერად სრულქმნილი გავეხადე. მან მიპასუხა - არა. სული თავისით უნდა გაიზარდოს..
მე ვთხოვე უფალს, ესწავლებინა ჩემთვის, ისე მყვარებოდა ყველა ადამიანი, როგორც მას ვუყვარვარ მე. ბოლოს და ბოლოს, შენ მიხვდი, რაც უნდა მთხოვო, - მითხრა, ღმერთმა.

სიბრძნე ვთხოვე და უამრავი პრობლემა დამატეხა თავს, რომელთა გადაჭრასაც უდიდესი ძალისხმევა სჭირდებოდა. ვაჟკაცობა ვთხოვე და საფრთხე მომივლინა, სიყვარული ვთხოვე და უამრავ უბედურს შემახვედრა, რომელთაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ.
კეთილდღეობა ვთხოვე და უფალმა ამის საშუალებაც მომცა.

ვერაფერი მივიღე იმისგან, რაც მინდოდა, მაგრამ ღმერთმა მიბოძა ყველაფერი ის, რაც უთუოდ მჭირდებოდა. მან შეისმინა ჩემი ლოცვა.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version