vap.ge

ეს ლოცვები წაიკითხეთ ხელებისა და ფეხების ტკივილის დროს

ეს ლოცვები წაიკითხეთ ხელებისა და ფეხების ტკივილის დროს

ლოცვა ხელების ტკივილის დროს
ღმრთისმშობლის ხატი „სამხელიანი“ ღირსი მამა იოანე დამასკელი

ტროპარი:

მართლმადიდებლობისა წინამძღვარო, და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღუარო იოანე, ყოვლისა სოფლისა მნათობო, და მღვდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ჩვენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: გალობათა აღმწერელსა, პატიოსანსა და ღმრთისმეტყველსა, ეკლესიათა წარმმართებელსა და
მოძღუარსა, და მტერთა და წინააღმდგომთა მბრძოლსა იოანეს უგალობდეთ, რამეთუ საჭურველად აღიღო
ჯვარი უფლისა, და განაგდო მწვალებელთა საცდური, და ვითარცა მხურვალე მეოხი ღმრთისა მიმართ, ყოველთა მოანიჭებს ცოდვათა შენდობასა.


ლოცვა ფეხების ტკივილის დროს
წმიდა კეთილმორწმუნე თავადები
ბორისი და გლები

ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო, ბორის და გლებ, ღუაწლთა შინა თვისთა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ, ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალით და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს
კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი.

ღირსი სერაფიმე საროველი
ტროპარი:

სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო,
და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა,დაუცადებელითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნო მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი.

ამისთვისცა ვხმობთ შენდამი: გვიხსენ ჩვენ
ლოცვათა შენთა მიერ, ჰოი, ღირსო მამაო ჩვენო, სერაფიმე.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version