vap.ge

ლოცვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის „პანტანასას“ ანუ „ყოველთა დედოფალის“ წინაშე კიბოსაგან განკურნებისათვის

ლოცვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის „პანტანასას“ ანუ „ყოველთა დედოფალის“ წინაშე კიბოსაგან განკურნებისათვის

ჰოი, ყოვლად სახიერო, ღირსად საკვირველო ღმრთისმშობელო, პანტანასა, ყოველთა დედოფალო! არა ვარ ღირს შემოსლვად საფარველისა ქვეშე შენსა!

არამედ, ვითარცა დედამან კეთილწიაღობრივმან ყოვლადმოწყალისა ღმრთისამან წარსთქვი სიტყვა, რათა განიკურნოს სული ჩემი და განმტკიცნეს უძლური ხორცი ჩემი.

გაქუს შენ ძლიერება უბრძოლველი და არა მოუძლურდეს შენ შორის სიტყვა ყოველი ჰოი, ყოველთა დედოფალო, შენ ითხოვე ჩემთვის, შენ ევედრე ჩემთვის, რათა ვადიდებდე ყოვლადიდებულსა სახელსა შენსა, მარადის, აწ და დაუსრულებელთა საუკუნეთა. ამინ.

ფსალმუნი 127-ე


ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა. ნაშრომი ნაყოფთა შენთა შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ.

ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმო კიდეთა სახლისა შენისათა; შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნე ზეთისხილისანი გარემოს ტაბლისა შენისა.

აჰა ესერა ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინოდის უფლისა. გაკურთხოს შენ უფალმან სიონით და იხილო შენ კეთილი იერუსალემისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა. და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი. მშვიდობა ისრაელსა ზედა. დიდება. აწ და. ალილუია(3ჯერ).

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version