vap.ge

ლოცვა დაქორწინების მსურველთათვის

ლოცვა დაქორწინების მსურველთათვის 

ჰოი, უფალო მრავალმოწყალეო, არა მოლტოლვილ ვარ სხვისა მიმართ მკურნალისა და არცა განმიმარტებიან ხელნი ჩემნი ღმრთისა მიმართ უცხოსა, არამედ შენისა სახიერებისა მიმართ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი, რომელსა გაქუს ხელმწიფება ყოველთა სულთა და არა განაგდებ ვედრებასა შენდამი მოლტოლვილთასა.

შენ სთქუ, უფალო, ითხოვდით და მოგეცეს თქუენ. ნუ განმიშორებ ვედრებასა ჩემსა, სახიერო, შემიწყალე მე, უფალო, ისმინე სახიერებისა შენისათვის.

ზეგარდამომივლინე მადლი შენი მხევალსა ამას შენსა და დამიფარე ამპარტავნებისა და ცუდმეტყველებისაგან;

დაე გონიერება, თავმდაბლობა, მოკრძალება და უბიწოება მამშვენებდეს მე, რათა წმიდითა გულითა და მეცნიერებით აღვასრულებდე წმიდათა მცნებათა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელმან დასაბამსა შექმენ მამაკაცი და დედაკაცი და მიანიჭე ბეჭედი მეუღლეობისა, ოდეს სთქუ: „არა კეთილ
არს ყოფად კაცი მარტო.


უქმნეთ მას შემწე მისებრი“ და მოიღე-რა ერთი გუერდი ადამისი, აღაშენე ცოლად მისა და მიიყუანე მისდა.

და ვითარცა დალოცე და აკურთხე ისინი, და
დაუდგინე განმრავლება და იყვნენ ორნივე ერთ-ხორცი ეგრეთვე შეისმინე ღაღადება ჩემი, ქალწულებრივი გულიდან აღმოქუმული შენდა მომართ:

ჰოი, მეუფეო ყოვლადწმიდაო, მომეც მე მეუღლე პატიოსანი და ღმრთის-მოსავი, რათა არა ვნებითა და მანკიერებითა,
არამედ კრძალულებითა და მორჩილებით გავსწიო უღელი ტვირთმძიმე მეუღლეობისა.

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი საკრველითა სიყვარულისათა შეკრავ
განუხსნელად, ერთობა ჩვენი განუშორებელად დაამტკიცე და მოგვმადლე კეთილშვილიერებითი სიცოცხლე, რათა სიყვარულითა და თანხმობით ვმადლობდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version