ლოცვა წმიდისა მღვდელმთავრისა სპირიდონ ტრიმიფუნტელისადმი – მატერიალური სიდუხჭირისას
ჰოი, ყოვლადნეტარო წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ, ევედრე კეთილსახიერებასა კაცთმოყვარისა ღმრთისა, რათა არა დაგვსაჯოს ჩვენ უსჯულოებათაებრ ჩვენთა, არამედ ჰყოს ჩვენ ზედა წყალობისაებრ მისისა.
ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, ჩვენ ღმრთისა მონათა და მხევალთა (სახელების გამო, რათა მოგუცეს ჩვენ მშვიდობითი და უშფოთველი ცხოვრება, სულისა და ხორცთა სიმრთელე. გვიხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ჭირისა სულიერისა და ხორციელისა, ყოვლისაგან ქენჯნისა და სატანებრივისა ცილისწამებისა.
მომიხსენენ ჩვენ წინაშე საყდრისა ყოვლისამპყრობელისა და ევედრე უფალსა, რათა მოგუცეს ჩვენ მრავალთა შეცოდებათა ჩვენთა შენდობა, უჭირველი და უშფოთველი ცხოვრება, მოგვმადლოს ჩვენ ურცხვენელი და მშვიდობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისა, და მომავალსა საუკუნესა შინა მარადიულსა ნეტარებასა ღირს გუყოს, რათა დაუსრულებელად დიდებასა და მადლობასა აღვავლენდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა მიმართ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.
ფსალმუნი 142- ე
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრება ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქვეყანად ცხოვრება ჩემი,
დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკვდარი საუკუნო.
და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთა და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
განვი პყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქვეყანა ურწყულ შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო,
რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
მასმინე მე განთიად წყალობა შენი,
რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე, მასწავე მე, რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მძღოდეს მე
ქვეყანასა წრფელსა, სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო
ჭირისაგან სული ჩემი და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონა შენი ვარ. დიდება. აწ და. ალილუია (3-ჯერ) .