vap.ge

მშობლის ლოცვა გარდაცვლილი შვილისათვის

მშობლის ლოცვა გარდაცვლილი შვილისათვის

უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, მეუფეო ცხორებისა და სიკუდილისაო, ნუგეშინისმცემელო მწუხარეთაო, სალმობიერითა და შემუსვრილითა გულითა შეგივრდები და გევედრები: მოიხსენე, უფალო, სასუფეველსა შენსა სული მიცვალებულისა მონისა შენისა (სახელი) და მიეც მას საუკუნოჲ ჴსენებაჲ.

მეუფეო ცხორებისა და სიკუდილისაო, ვითარცა მომეც მე შვილი ესე ყოვლადბრძნითა და სახიერებითა ნებითა შენითა, კუალად ინებე განშორებაი მისი ჩემგან. იყავნ სახელი შენი კურთხეულ, უფალო! გევედრები მსაჯულო ცათა და ქუეყანისაო, უსაზღვროჲთა მით კაცთმოყუარებითა შენითა მიუტევე გარდაცვალებულსა შვილსა ჩემსა ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვითნი და საქმითნი, და ჩუენცა, მშობელთა მისთა მოგჳტევენ, მოწყალეო, შეცოდებანი ჩუენნი. უწყით ცოდვათა ჩუენთა სიმრავლე წინაშე შენსა; უწყით, რამეთუ გარდავჴედით მცნებათა შენთა და არა დამცველვექმენით მათ.

და უკუეთუ შვილი ჩუენი, ჩუენგან მიცვალებული ჟამსა საწუთოჲსა ცხორებისასა უმეტესღა ზრუნვიდა ამაოჲსათჳს ჴორცისა თჳსისა და არა შენ, უფლისა და ღმრთისა მისისათჳს, უკუეთუ საწუთოჲსა საშუებელნი შეიყუარნა უმეტეს სიტჳსა და მცნებისა შენისა, უკუეთუ მიეცა იგი განცხრომასა და ფუფუნეულსა მას ცხორებასა საწუთოჲსასა და არა შემუსრვილებასა გულისასა ცოდვათა თჳსთათჳს, და უკუეთუ არა თავსმდებ იყო ღამისთევისაჲ, და მარხვისაჲ, და ლოცვისაჲ, გულსმოდგინედ გევედრები: შეუნდვენ, მამაო, ყოვლადსახიერო, შვილსა ჩემსა ყოველნი შეცოდებანი ესევითარნი, შეუნდვენ და ახოცენ მისგან, უკუეთუ სხუანიცა ბოროტებანი უქმნიან მას საწუთოჲსა ამას შინა.


უფალო იესუ ქრისტე, ვითარცა აღადგინე ასული იგი იაროსისაი ლოცვითა და სარწმუნოებითა მამისა მისისაითა, ანუ განჰკურნე ქალწული იგი ქანაანელისა დედაკაცისაი ვედრებითა და სარწმუნოებითა დედისა მისისაითა, შეისმინე უკუე ლოცვაი ესე ჩემი შვილისა ჩემისათჳს და ნუ უგულებელს-ყოფ მას. შეუნდვენ, უფალო, შეუნდვენ მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, აღმოიყვანე სული მისი სამარადისოჲსა მისგან სატანჯველისა და დაამკჳდრე იგი წმიდათა შენთა თანა, რომელნი საუკუნითგან სათნო გეყვნეს შენ, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარებაი, არა ურვაი, არცა სულთქუმაი, არამედ ცხორებაჲ იგი დაუსრულებელი, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა ცოდოს, რამეთუ შენ მხოლოი ხარ უცხოჲ ყოვლისაგან ცოდვისა. ესმეს შვილსა ჩემსა საშინელსა მას სამსჯავროსა შენსა ყოვლადსაწადელი ხმაი შენი: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკჳდრეთ დასაბამითგან სოფლისაჲთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი“, რამეთუ შენ ხარ მამაჲ წყალობისა და მოწყალებისა, შენ ხარ ცხორებაჲ და აღდგომაჲ ჩუენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და სულისა წმიდისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version