vap.ge

მცენარეული ნაყენი, რომელიც დაგეხმარებთ სამუდამოდ დაივიწყოთ უძილობა და თავის ტკივილი

თუ უძილობა გაწუხებთ და ასეთი მდგომარეობა დიდხანს გაგიგრძელდათ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, მაგრამ ნუ იჩქარებთ ტრანკვილიზატორების მიღებას. აღიჭურვეთ მოთმინებით, ბალახების ნაყენები აუცილებლად დაგეხმარებათ დეპრესიის დაძლევაში.

ცუდი ძილი

აურიეთ ერთმანეთში 20 გრამი ვალერიანის ძირები, 15 გრამი მუქი წითელი კუნელი, სვიის ყვავილები და ანისულის ნაყოფი. ამ ნარევის ნაყენი მიიღეთ 1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში. უმჯობესია დღის მეორე ნახევარში.

კარგად რომ დაიძინოთ და მშვიდი ძილი გქონდეთ, მოასხურეთ საძინებელში 1 ჩაის კოვზი ლიმონის, 2 ცალი ვარდის ფოთლების, ევკალიპტის ფოთლის, 3 ჩაის

კოვზი სალბის და ცოტა ძირას ნარევის ნაყენი. ხსნარი ანტისტრესული მოქმედებისაა და კარგი საძილე საშუალება.

ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დარღვევები

აურიეთ ერთმანეთში 20 გრამი ვალერიანის ძირები და სვიის გირჩები, 10 გრამი პიტნა და 30 გრამი ფშუტა. ამ ნარევისაგან მომზადებული 1/2 ჩაის ჭიქა ნაყენი დალიეთ დილას და საღამოს.


უძილობა და თავის ტკივილი

მოამზადეთ სამკურნალო ჩაი: აურიეთ თანაბარი რაოდენობით ვალერიანის ძირები, ფშუტა, ძირას ნაყოფი და ფენხელი. ამ ნარევის ნაყენი მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში.

აურიეთ 30 გრამი შვიტა, 50 გრამი სისხლისფერი კუნელი. მოადუღეთ როგორც ჩაი და დალიეთ 1 /2 ჩაის ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.

ჩვეულებრივ 50 გრამ ჩაის დაუმატეთ 20 გრამი დაფქული ვალერიანის ძირები, 30 გრამი გვირილისა და ძირას ნაყოფის ნარევის 2 ჩაის კოვზი, დაასხით 0,75 ლიტრი მდუღარე, დააყოვნეთ 15-20 წუთი, გააცივეთ და მიირთვით 1/2 ჩაის ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.

გულის ნევროზი

აურიეთ 10 გრამი გვირილა, მაისის შროშანი და ფენხელის ნაყოფი, 30 გრამი პიტნა და 40 გრამი ვალერიანის ძირები. მომზადებული ნაყენი გულის არეში ტკივილების შემთხვევაში დალიეთ 1/2 ჩაის ჭიქა დღისით და 1 ჩაის ჭიქა საღამოს ძილის წინ 2-4 კვირის განმავლობაში. ეფექტის გასაძლიერებლად მკურნალობის კურსი 10-12-დღიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ 2-3 კვირის განმავლობაში.

აურიეთ 20 გრამი ვალერიანის ძირები, სვიის გირჩები, 10 გრამი პიტნა და 30 გრამი ფშუტა. მოამზადეთ ნაყენი და 1/2 ჩაის ჭიქა მიირთვით ჭამის შემდეგ და ძილის წინ ერთი თვის განმავლობაში.

Facebook კომენტარები
Exit mobile version