vap.ge

მშვიდობა ოჯახიდან იწყება – რჩევები, რომლებიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს

მშვიდობა ოჯახიდან იწყება - რჩევები, რომლებიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს

ცოდვათაგან უდიდესი და უპირველესი ამპარტავნებაა. სწორედ ამპარტავნებამ დაღუპა ანგელოზი და იგი ეშმაკად აქცია.
ამპარტავნების გამო იქნენ გამოდევნილნი სამოთხიდან ადამი და ევა.

ამ ცოდვისაგან განწმენდა, როგორც წმიდა მამები ამბობენ, მხოლოდ ყოვლად წმიდა სამებას შეუძლია. თავმდაბლობა ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში
უნდა გამოიჩინოს.

უთანხმოება, რომელიც დღევანდელ ოჯახთა საერთო სენს წარმოადგენს, იმ მატერიალური და სულიერი
სიღატაკის შედეგია, რომელსაც თანამედროვე ადამიანი განიცდის და მხოლოდ თავმდაბლობით მოისპობა.


ერთი მაგალითი წმინდანთა ცხოვრებიდან ცხადყოფს, თუ როგორ იხსნა ღვთისმოსავმა ქალმა თავმდაბლობითა და მორჩილებით მეუღლის სული წარწყმედისაგან:

პირველ საუკუნეებში ცხოვრობდა ერთი
ოჯახი, ცოლი ღვთისმოსავი ქრისტიანი ყოფილა, ხოლო ქმარი - წარმართი. ოჯახს მატერიალურადაც უჭირდა, რადგან ცოლ - ქმარს არაფერი ჰქონია ორმოცდაათი ვერცხლის გარდა.

როცა ისინი ერთმანეთს ეთათბირებოდნენ, როგორ გამოეყენებინათ ეს მცირეოდენი თანხა, ქმარს წამოუყენებია წინადადება მისი გასესხების შესახებ, რათა უფრო მეტი დაბრუნებოდათ, ხოლო ცოლს ღვთისთვის მიცემა შეუთავაზებია.

მართლაც, ცოლ-ქმარი ეკლესიაში წასულა და მთელი თანხა მათხოვრებისთვის დაურიგებიათ. როცა ისე გაჭირვებიათ, რომ ოჯახს სასმელ-საჭმელი შემოკლებია, ქმარს უკითხავს, როდის დაუბრუნებდა მიცემულ თანხას ქრისტიანთა ღმერთი.

ცოლს იგი ეკლესიაში გაუგზავნია, ხოლო თვითონ ლოცვა დაუწყია, რომ უფალს მისი
ქმრისათვის სასწაული ეჩვენებინა, რათა იგი მოქცეულიყო.

ეკლესიაში მისულ კაცს მხოლოდ ერთი ვერცხლის ფული უპოვია იატაკზე დაგდებული და შინ წამოსულა. ცოლ-ქმარს ამ ფულით პური და თევზი უყიდია, მაგრამ თევზის გაჭრისას მუცელში ძვირფასი ქვა უნახავთ, რომელიც შემდეგ გაუყიდიათ და ოჯახიც გაჭირვებიდან სამუდამოდ ამოსულა.

ამ სასწაულის შედეგად ქმარი ქრისტიანობაზე მოიქცა და ირწმუნა, რომ ღვთის სახელზე გაცემული მოწყალება ადამიანს ასმაგად დაუბრუნდება.

ოჯახში აუცილებლად უნდა სუფევდეს თანხმობა, რადგან მშვიდობა, უპირველესად, ოჯახიდან იწყება. დედ-მამის პატივისცემით შვილები მადლს მოიპოვებენ და დღეგრძელნი იქნებიან.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version