vap.ge

რა ხდება საშინელი განსჯის დროს

რა ხდება საშინელი განსჯის დროს (არქიმანდრიტი რაფაელი. ქადაგებები და საუბრები)

სამსჯავრო საშინლად იმიტომ იწოდება, რომ იქ ყველა ჩვენი საქმე სააშკარაოზე გამოვა - ყველა ჩანაფიქრი, სიტყვა და გულის გულში ჩაფიქრებული სურვილები;

ყველაფერი, რასაც დაფარულად ვაკეთებდით, ცხადი გახდება მთელი მსოფლიოსათვის.

როდესაც დავინახავთ საკუთარ გაშიშვლებულ ცოდვებს, უხამსობასა და უწესობას, მაშინ შეიძლება წამოვიყვიროთ: „მთებო, გადმოდით  ჩვენზე და დაგვიფარეთ ამ სირცხვილისაგან.“

წმიდა მამები ამბობდნენ, რომ ჩვენ გვაქვს გულის მეხსიერება. ისინი მას გულის საკანს ეძახდნენ, სადაც იწერება ყველაფერი, მთელი ჩვენი ცხოვრება, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი.

და აი, საშინელი განკითხვის დროს გადაიშლება ეს წიგნი, დაწერილი ჩვენი სულის სიღრმეში და მხოლოდ მაშინ დავი-
ნახავთ როგორები ვართ სინამდვილეში, გაგვიქრება წარმოსახვა, რომელსაც გვიხატავდა ჩვენი ანთებული სიამაყე.


მაშინ დავინახავთ, რამდენჯერ გვიხმობდა გადარჩენისაკენ ღვთის მადლი, გვსჯიდა, გვწყალობდა. როგორ ჯიუტად ვეწინააღმდეგებოდით მადლს და მივისწრაფოდით მხოლოდ ცოდვისაკენ.

ჩვენს კარგ საქმეებსაც დავინახავთ, როგორც მატლისაგან დახრულს,
სიამაყით, თვალთმაქცობითა და საიდუმლო ანგარიშსწორებით.

ფსალმუნი დავითისი, 102

1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.

2. აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,

3. რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;

4. რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;

5. რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.

6. ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.

7. აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.

8. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.

9. არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;

10. არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.

11. რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;

12. რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.

13. ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.

14. რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.

15. კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;

16. რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.

17. ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა.

18. და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.

19. უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.

20. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.

21. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.

22. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა. დიდებაი.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version