vap.ge

გული და ალკოჰოლი – ამის ცოდნა აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვს

გული და ალკოჰოლი - ამის ცოდნა აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვს

გავრცელებულია აზრი, თითქოს ღვინო, კონიაკი და სხვა ალკოჰოლური სასმელები გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უარყოფით გავლენას არ ახდენდეს. არადა, იგი ისევე ზიანდება ამ დროს, როგორც ღვიძლი ან ნერვული სისტემა.

უფრო მეტიც, ალკოჰოლი ძალიან ხშირი მიზეზია გულის უკმარისობით განპირობებული უეცარი სიკვდილისა, რადგან იგი არღვევს გულის რიტმსა და გამტარებლობას, ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემების ურთიერთკავშირს.


ამდენად, თუ სპირტიან სასმელს
ღებულობს გულით ავადმყოფი, რისკი აშკარაა: ხშირდება გულისცემა, მატულობს წნევა, იზრდება გულის კუნთის აღგზნებადობა, რაც მოითხოვს მეტი ჟანგბადის მოხმარებას, გულის გაუარესებული მკვებავი (კორონარული) სისხლის მიმოქცევა კი ამას ვერ უზრუნველყოფს.

აი, რატომაა, რომ სტენოკარდიული
შეტევა, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარება და უეცარი სიკვდილიც კი ხშირად ალკოჰოლის ჭარბად მიღების ფონზე ხდება, ხოლო ამ დროს განვითარებული მდგრადი მაღალი წნევა
(ჰიპერტონული კრიზი) უპირატესად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას იწვევს, რადგან ალკოჰოლით დათრგუნულია სისხლძარღვთა ტონუსისა და წნევის თვითრეგულაციის, დაცვის
ყველა მექანიზმი.

ნუ იფიქრებთ, თითქოს საფრთხე მხოლოდ გულით ავადმყოფებს ემუქრებათ. თუ თქვენ ჯანმრთელი ხართ, ამაში კიდევ ერთხელ
უნდა დარწმუნდეთ წნევის რეგულარული კონტროლისა და  ელექტროკარდიოგრამის გადაღების შედეგად.

და თუ, ღვთის შეწევნით, ყველაფერი წესრიგში აღმოგაჩნდათ, შეეცადეთ,
შეინარჩუნოთ უფლისაგან მომადლებული ეს ჯილდო - ჯანმრთელობა და დაფიქრდეთ, ვიდრე კიდევ ერთ ჭიქას შესვამდეთ.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Facebook კომენტარები
Exit mobile version