vap.ge

ნახეთ რა სასარგებლო თვისებები აქვს ნიახურის წვენს ჩვენი ორგანიზმისთვის

Celery and broccoli mix smoothie, healthy food, vegetable juice

ნიახურის წვენის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. ეს უნიკალური პროდუქტი ამცირებს ჰიპერტენზიას, შაქრის დონეს, აქვეითებს მადას, საგრძნობლად გვიმსუბუქებს ტკივილისა და დისკომოფრტის შეგრძნებას პოდაგრის დროს, ამარაგებს ჩვენს სხეულს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით და ა.შ.

ნიახური წარმოადგენს A, B1, B2, B6 და C ვიტამინების, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, ფოლიუმის მჟავის, ფოსფორის, რკინის, ნატრიუმისა და ამინომჟავების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. როგორც მოგეხსენებათ, ყველა ეს ნივთიერება აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისათვის.

ნიახურის წვენი ნატურალური, ორგანული ნატრიუმით მდიდარი პროდუქტია. განსხვავებით სუფრის მარილისგან, ამ პროდუქტში შემავალი ორგანული მარილი არ წარმოადგენს საფრთხეს იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სისხლის მაღალი წნევა აწუხებთ.

ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა ნიახურის უნარს, დაარეგულიროს და შემაციროს არტერიული წნევა. სხვა ნატურალურ წვენებთან მისი კომბინირებით ჩვენ ვიღებთ უნიკალურ საშუალებას, რომელიც კურნავს და თავიდან გვარიდებს არაერთ სერიოზულ დაავადებას.

ნიახურის წვენის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე

Facebook კომენტარები
Exit mobile version