რატომ უნდა მიირთვათ ცხელი კარაქი!
კვლევები ადასტურებს, რომ ცხიმში ხსნადი ცუდი ნივთიერებების ორგანიზმიდან განდევნის საუკეთესო გზა თავად ცხიმია!
ცხელი კარაქი ფართოდ გამოიყენება ინდოეთში და ინდური კვლევების მიხედვით, ყველაზე ჯანსაღი ცხიმი არის კარაქი და ის არა მხოლოდ საკვებად, არამედ წამლადაც გამოიყენება. ის აუმჯობესებს მხედველობას, აძლიერებს იმუნიტეტსა და ტონუსში მოჰყავს სხეული.
კარაქის ყიდვა შეგიძლიათ ნებისმიერ სუპერმარკეტში, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ მას თავად დაამზადებთ, რადგან ეს პროცესი იაფი და საკმადო მარტივია.
კარაქის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტები:
- 1 კგ უმარილო ორგანული კარაქი
- 1 სუფთა, ჰერმეტული მინის კონტეინერი
- 1 სუფთა თეთრი ბამბის ცხვირსახოცი ან მარლა
- საცერი
მომზადების წესი:
მოათავსეთ ერთი კგ უმარილო ორგანული კარაქი ღრმა უჟანგავი ფოლადის ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. მოამზადეთ საცერი, მარლა და სუფთა მინის კონტეინერი.
რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც ცხიმი დაიწყებს ადუღებას ცხიმი თავზე ქაფს გაიკეთებს.
7-10 წუთის შემდეგ ცხიმი გახდება ოქროსფერი და ტაფის ძირში ყავისფერი ზოლები გაჩნდება.
დაუყონებლივ გადმოდგით გამდნარი კარაქი ცეცხლიდან და გადაწურეთ მინის ჭურჭელში. გააციეთ, დაახურეთ თავსახური და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში.
გამოიყენეთ ის, როგორც ჯანსაღი ცხიმი ნებისმიერ საკვებში.