პროსტატიტის მკურნალობა აღმოსავლურ მედიცინაში: ვარჯიშები პროსტატის სამკურნალოდ!
ვარჯიშები პროსტატიტისთვის:
სავარჯიშო 1:
საწყისი პოზიცია: ზურგზე წოლა.
მოხარეთ ფეხები მუხლებში და გაჭიმეთ ხელები სხეულის გასწვრივ. ხელების დახმარების გარეშე გაშალეთ მუხლები და ამოძრავეთ - 20-ჯერ.
ამის შემდეგ, ღრმად ჩაისუნთქეთ და დაჭიმეთ კუდუსუნის ირგვლივ კუნთები და ანუსი. ამოისუნთქეთ.
გაიმეორეთ ეს შეკუმშვა 7-ჯერ.
სავარჯიშო 2:
საწყისი პოზიცია: ზურგზე წოლა.
გაასწორეთ ფეხები და დადეთ ერთად, ხოლო ხელები სხეულის გასწვრივ. ფეხების განცალკევების გარეშე, წამოწიეთ ისინი მენჯისკენ და დაუბრუნდით საწყის პოზიციას.
გაიმეორეთ მოძრაობა 20-ჯერ.
სავარჯიშო 3:
საწყისი პოზიცია: დაწექით მარჯვენა მხარეს, ფეხები დადეთ სწორად.
მარჯვენა ხელი დაიდეთ თავქვეშ, მარცხენა კი სხეულის გასწვრივ გაშალეთ.
აწიეთ გასწორებული მარცხენა ფეხი ზემოთ და ჩამოუშვით. მოძრაობა გაიმეორეთ 7-ჯერ.
სავარჯიშო 4:
საწყისი პოზიცია: დაწექით მარჯვენა მხარეს, ფეხები დადეთ სწორად.
გაიმეორეთ წინა ვარჯიში ახლა უკვე მარჯვენა ფეხის აწევით. 7-ჯერ.
სავარჯიშო 5:
საწყისი პოზიცია: დაწექით მარჯვენა მხარეს, ფეხები დადეთ სწორად.
მარჯვენა ხელი თავის ქვეშ ამოიდეთ, მარცხენა კი სხეულის გასწვრივ გაშალეთ. გაწიეთ მარცხენა ფეხი წინ და უკან, გაწიეთ იგი რამდენადაც შეძლებთ.
გააკეთეთ 7 ასეთი მოძრაობა.
სავარჯიშო 6:
საწყისი პოზიცია: დაწექით მარჯვენა მხარეს, ფეხები დადეთ სწორად.
გაიმეორეთ წინა ვარჯიში ამჯერად, მარჯვენა ფეხით.
სავარჯიშო 7:
საწყისი პოზიცია: დაწექით მუცელზე, ფეხები გამართეთ, ხელები დადეთ მკერდის გასწვრივ დაბლა და დაეყრდენით.
აწიეთ მუხლები რიგრიგობით მაღლა, ძლიერად დაჭიმეთ ანუსი.
გააკეთეთ 7 ასეთი მოძრაობა.
სავარჯიშო 8:
საწყისი პოზიცია: დაიჩოქეთ და ხელის გულებს დაეყრდენით.
გადაიტანეთ მარჯვენა მუხლი მარცხენა ხელისკენ და დაუბრუნდით საწყის პოზიციას. გაიმეორეთ იგივე მოძრაობა მარცხენა ფეხიდან მარჯვენა ხელისკენ.
7-ჯერ გაიმეორეთ თითოეულ ფეხზე.
სავარჯიშო 9:
საწყისი პოზიცია: დაჯექით იატაკზე, ფეხები გაშალეთ წინ, ხელებით დაეყრდენით თეძოებს.
ზურგი გაასწორეთ. ისრიალეთ იატაკზე დუნდულოებით წინ და უკან 5 წუთის განმავლობაში.
სავარჯიშო 10:
საწყისი პოზიცია: დაჯექით იატაკზე, ფეხები გაშალეთ წინ, ხელებით დაეყრდენით თეძოებს.
მოხარეთ მუხლები და გადაკვეთეთ. დაიჭირეთ საყრდენი წერტილი, აიწიეთ ფეხის თითებზე, ძლიერად დაჭიმეთ ანუსი. გაიმეორეთ 7-ჯერ.
წარმატებები!