vap.ge

საოჯახო აფთიაქი ფანჯრის რაფაზე!! ბარაქის ხის საოცარი თვისებები, რომლებიც აქამდე არ იცოდით…

ბარაქის ხე

ტრადიციული მედიცინის რეცეპტები ბარაქის ხით: ჭრილობები, ჰერპესი, ბუასილი, ვარიკოზული ვენები

ბარაქის ხე ეკუთვნის კრასულას ოჯახს. მცენარეთა მოყვარულები აფასებენ ამ მცენარეს მისი უპრეტენზიურობისა და მოვლის სიმარტივის გამო. იმისდა მიუხედავად, რომ ბარაქის ხის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად აღიარებული, მაგრამ ხალხურმა მედიცინამ დიდი ხანია აღიარა მისი სამკურნალო თვისებები და მუდმივად იყენებს მას.

ბარაქის ხის წვენს, შეუძლია მარტივად შეახორცოს ჭრილობა. ამისთის, თქვენ უნდ აგატეხოთ მისი ფოთლები და აქციოთ რბილ მასად, შემტეკ კი უნდა წაისვათ დაზიანებულ ადგილას.


ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლა

ბარაქის ხის 10 ფოთლისგან გამოწურულ წვენს უნდა შეურიოთ  150 მლ წყალი და მიღებული ნაზავი უნდა წაისვათ ბაქტერიით დავირუსებულ ადგილებზე, მაგ: სტომატიტზე ან ყელის ანთების დროს გამოივლოთ პირის ღრუში.

ეფექტურია ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიაზიანების დროს.

პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში 4-5-ჯერ.

დახმარება ბუასილით

ბარაქის ხისგან დამზადებული პრეპარატები ამცირებენ ბუასილის ანთებას. ამ მალამოს მოსამზადებლად, ბარაქის ხის წვენს უნდა შეურიოთ ვაზელინის ზეთი და მიიღებთ თხევად მალამოს. დაასველეთ ამ სითხით ისეთი ტამპონი, რომ შემდეგ შეძლოთ მისი სწორ ნაწლავში შედება. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ დღეში 2-3-ჯერ.

ვარიკოზული ვენების მკურნალობა

ვარიკოზული ვენებით გამოწვეული დისკომფორტის შესამსუბუქებლად, როგორიცაა ფეხებში ტკივილი და სიმძიმე, ფეხებზე ისვამენ ბარაქის ხისგან დამზადებულ სპირტიან ნაყენს.

ნაყენი მზადდება შემდეგნაირად:

მინის ჭურჭლის 1/3 გაავსეთ ბარაქის ხის დაქუცმაცებული ახალი ყლორტებითა და ფოტლებით. შემდეგ დაასხით და გაავსეთ არაყით და შეინახეთ ბნელ და მზისგან მოშორებულ ადგილას 3-4 კვირით.

ტკივილის აღმოფხვრა

ბარაქის ხის ფოთლების კომპრესი ხსნის ტკივილს, ეფექტურია ართრიტის, ართროზისა და პოდაგრის დროს, გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და დაჭიმვის, სისხლჩაქცევების და მსუბუქი დამწვრობის დროს.

ფულის ხის ფოთლებისა და ყლორტების ალკოჰოლური ნაყენი გამოიყენება სახსრების ტკივილების  და სამწვერა ნერვის ანთების დროს.

გახსოვდეთ, რომ ამ მცენარით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს და გაიაროთ კონსულტაცია მასთან.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს

Facebook კომენტარები
Exit mobile version