ცნობილი აკადემიკოსის მიერ შექმნილი ნარევის რეცეპტი, იმუნიტეტის ასამაღლებლად. ეფექტურია..
აკადემიკოსები უდავოდ ჭკვიანი ადამიანები არიან და შემდეგი რეცეპტი ამის კარგი დამამტკიცებელი საბუთია. ერთ-ერთი ცნობილი აკადემიკოსი და ქირურგი, ნიკოლაი ამოსოვი, ორგანიზმის გაჯანსაღების უნიკალური სისტემის ავტორად მიიჩნევა. ყველაფერი, რაზეც საუბრობს და წერს, მან თავად გამოსცადა.
შემოდგომასთან ერთად, ერთი პრობლემა იჩენს თავს – ავიტამინოზი. ამიტომაც, ჩვენს ორგანიზმზე უნდა ვიზრუნოთ. ეს ნარევი რეკომენდირებულია პოსტოპერაციული პაციენტებისთვის, ორგანიზმის სწრაფად მოძლიერების მიზნით. ჯანმრთელი ადამიანისთვის კი, იმუნიტეტის ასამაღლებლად, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის გასაძლიერებლად, ასევე, ტკივილის შესამსუბუქებლად.
შემადგენლობა:
- 500გ. ქიშმიში
- 500გ. გამომშრალი გარგარი, 500 გ. ლეღვი
- 500გ. უკურკო შავი ქლიავი, 500გ. თაფლი
- 2 ფინჯანი კაკალი, 1 ნაჭერი ლიმონი.
მომზადების წესი:
ინგრედიენტები ბლენდერში მოათავსეთ და ერთმანეთში აურიეთ. თუ ბლენდერი არ გაქვთ, შეგიძლიათ, ხორცის გასატარებელი მანქანა გამოიყენოთ. დაუმატეთ 500 გ. თაფლი.ერთიანი მასის მიღების შემდეგ, ქილებში მოათავსეთ.
ყოველდღიურად, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 ს/კ ნარევი მიიღეთ.