vap.ge

2-ინგრედიენტიანი ხელნაკეთი სიროფი ხველის სამკურნალოდ და ფილტვებიდან ლორწოს მოსაცილებლად

2-ინგრედიენტიანი ხელნაკეთი სიროფი ხველის სამკურნალოდ და ფილტვებიდან ლორწოს მოსაცილებლად

ბუნებრივი მკურნალობა

ხველა ზოგადი რეფლექსური მოქმედებაა, რომელიც ეხმარება თქვენს ორგანიზმს გამოჯანმრთელებაში ან ვირუსებისგან თავის დაცვაში. ეს ყველაფერი თავის მხრივ კი ხელს უწყობს სასუნთქი გზების გაწმენდას გამღიზიანებლებისა და ლორწოსგან. ეს ყოველივე იშვიათი ქმედებაა, თუმცა სხვადასხვა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ხველა.

ზოგადად, მწვავე ხველა 3 კვირაზე ნაკლებ ხანს გრძელდება. ხოლო ქვემწვავე ხველა გრძელდება 3-დან 8 კვირამდე, ხოლო ქრონიკული ხველა შეიძლება გაგრძელდეს 8 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

არსებობს ორი სახის მკურნალობა: თვითმკურნალობა და ექიმის მიერ დანიშნული

თვითმკურნალობა მოიცავს დეკონგესტანტური სპრეების გამოყენებას სუნთქვის გასაადვილებლად, ცხელ მარილიანი წყლით ლორწოს მოსაშორებლად, ჯანჯაფილის და ცხელი ჩაის გამოყენებას სასუნთქი გზების გასასუფთავებლად და ა.შ.

რაც შეეხება სამედიცინო დახმარებას, ექიმები ჩვეულებრივ უნიშნავენ ნოსკაპინს, კოდეინს, ფოლკოდინს, დექსტრომეტორფანს და ბუტამირატს. თუმცა, ეს მედიკამენტები დაკავშირებულია სხვადასხვა გვერდით მოვლენებთან, მათ შორის ღებინება, გულისრევა, ძილიანობა და თავბრუსხვევაცაა.

თუმცა ამ ყველაფრის გვერდის ავლით საბედნიეროდ, თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ საკუთარი ხელნაკეთი სიროფი, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს ლორწოს ფილტვებიდან და კურნავს ხველას. ეს ყოველივე კი მზადდება ორი ინგრედიენტით: სტაფილოთი და თაფლით!

სტაფილო ბეტა-კაროტინისა და A და B6 ვიტამინების შესანიშნავი წყაროა. ის ასევე შეიცავს ბეტა-ქოლინს და ბეტა-კაროტინს, რომლებსაც შეუძლიათ ასთმის კონტროლიც კი. იცოდით ისიც, რომ კვლევების თანახმად, A ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გაზარდოს ბრონქული ინფექციის განვითარების რისკი?

თაფლი კიდევ ერთი შესანიშნავი ბუნებრივი ინგრედიენტია. მას აქვს უნარი გაათავისუფლოს ხველა სუნთქვის პრობლემებით დაავადებულ ადამიანებში.

ხელნაკეთი ხველის სიროფი - რეცეპტი:

საჭირო ინგრედიენტები:

1/2 კგ სტაფილო
3-4 კოვზი თაფლი

მომზადება: სტაფილო უნდა დაჭრათ და მოათავსოთ ქვაბში. დაამატეთ წყალი ისე, რომ სტაფილო მთლიანად დაიფაროს წყლით. შემდგომ კარგად მოხარშეთ და შემდგომ გადმოდგით გაზქურიდან. სტაფილო ჩაჭყილეთ ისე, რომ მიიღოთ პიურესებრი მასა ამისთვის გამოიყენეთ კოვზი. შემდგომ შეურიეთ წყალი თაფლს და ბოლოს ეს მასა უკვე დაჭყლეტილ სტაფილოს. Სულ ესაა! შეინახეთ ნარევი დაბალ ტემპერატურაზე.

გამოყენება: დღეში ამ სიროფის 3-4 ჭიქა უნდა მიიღოთ და შემდგომ შედეგს თავადვე შეაფასებთ!

Facebook კომენტარები
Exit mobile version