vap.ge

ჯანჯაფილის პასტა ნივრით – გამოიყენეთ გაციების დროს!

ჯანჯაფილის პასტა ნივრით - გამოიყენეთ გაციების დროს!

ძალიან მარტივი და  მოსამზადებელია და დიდხანს ინახება მაცივარში.

ჯანჯაფილის ნივრის პასტა ინდურ სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოუსია და მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა კერძებში.

თუ გსურთ ისწავლოთ გაციების წინააღმდეგ ბრძოლის სხვა გზა და ზამთარში/გაზაფხულზე ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე გადარჩეთ, მაშინ იცოდეთ, რომ ეს პასტა არის ის, რაც გჭირდებათ. ძალიან მარტივი და იაფი მოსამზადებელია და კარგად ინახება მაცივარში.საჭირო ინგრედიენტები:

1/2 ჭიქა გაწმენდილი ნივრის კბილი
1/2 ჭიქა ჯანჯაფილი, გახეხილი და დაფქული
1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1/2 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება:

გაასუფთავეთ ნიორი და ჯანჯაფილი. შემდეგ წვრილად დაჭერით და ზეთთან და მარილთან ერთად აურიეთ.

მიირთვით ჯანჯაფილის ეს საოცარი პასტა და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა! დაგვერწმუნებით ეს ერთ ეთი ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა ყველაზე გავრეცელებული პრობლემის- გაციების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჩვენი რჩევაა ნუ შეუშინდებით ვირუსებს, პირიქით ყოველთვის სცადეთ მათ ბუნებრივი, ნატურალური საშუალებებით შეებრძოლოთ და ორგანიზმსაც გამოუმუშავოთ თავდაცვის და ბრძოლის უნარი! ასევე ნუ დაგავიწყდებათ ისიც რომ დაავადების პრევენცია ყოველთვის ბევრად უფრო ეფექტური მეთოდია, ამიტომ აღნიშნული საშუალება პრევენციის მიზნით გაციებამდეც შეგიძლიათ გამოიყენოთ და ორგანიზმი გააჯანსაღოთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version