vap.ge

როგორ გავზარდოთ როზმარინი სახლში და მისგან მივიღოთ უზარმაზარი სარგებელი!

როგორ გავზარდოთ როზმარინი სახლში და მისგან მივიღოთ უზარმაზარი სარგებელი!

რატომაც არა, სცადეთ!!

როზმარინი არომატული ბალახია, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის მრავალი სარგებელი.

იგი ფართოდ გამოიყენება სამზარეულოში, მაგალითად, ხორცის არომატის მისაცემად, ასევე როგორც მწერების საწინააღმდეგო საშუალება, ან როგორც არომატიზატორი კარადებისა და უჯრებისთვის.

ეს არომატული მცენარე ადვილად შეიძლება გაიზარდოს სახლში, ქოთნებში ან ბაღში. მას ძალიან ცოტა მოვლა სჭირდება და მოერგება ყველა ტიპის კლიმატს, თუმცა უპირატესობას ანიჭებს ყველაზე თბილ, მშრალ ადგილებს.

1. აიღეთ როზმარინის კალმები დაახლოებით 8 სანტიმეტრის სიგრძის, რომლებიც რეკომენდებულია ზაფხულის დასაწყისში. თუ არ გაქვთ მცენარე, საიდანაც როზმარინის ღეროები მოჭრით, შეგიძლიათ როზმარინის თესლიც დათესოთ; მაგრამ უკეთესი იქნება ამის გაკეთება გაზაფხულზე.

2. ქოთანი შეავსეთ მცენარეული სუბსტრატით, ეცადეთ გამოიყენოთ საკმაოდ კლდოვანი ან კირქვიანი ნიადაგი, რადგან როზმარინი შესაფერისია ნებისმიერი ნიადაგისთვის, მაგრამ არ გაიხარებს თიხიან მიწაში, რომლებიც წყალს ძალიან კარგად აგროვებენ.

3. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ კარგი სადრენაჟო სისტემა, რათა თავიდან აიცილოთ წყლის დაგუბება. ამ მცენარეს არ სჭირდება ზედმეტი წყალი სათანადო ზრდისთვის.

4. მოათავსეთ ქოთანი ისეთ ადგილას, სადაც ის ბევრ მზის შუქი მიიღებს. ქოთნები შეგიძლიათ მოათავსოთ ტერასაზე, ფანჯარაზე და ა.შ. ის უნდა დარგოთ ისეთ ადგილას, სადაც დღის განმავლობაში მზე მაქსიმალურად კარგად აღწევს.

5. რაც შეეხება მორწყვას, არ უნდა მორწყოთ ძალიან ხშირად, რადგან როზმარინი სიმშრალეს ანიჭებს უპირატესობას.

6. მცენარის გაზრდის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ღეროები და ფოთლები საკვებად ან სხვა მიზნებისთვის მთელი წლის განმავლობაში.

აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ როზმარინის გამოყენება საკვებში არა მარტო შემატებს მას სასიამოვნო სურნელს და გემოს, არამედ მისი წარმოუდგენლად დიდი სამკურნალო თვისებებისდა გამო სასარგებლო იქნება ჯანმრთელობისთვისაც!

Facebook კომენტარები
Exit mobile version