vap.ge

როგორ შევამციროთ სისხლში შაქარის დონე ხალხური საშუალებების დახმარებით!!

როგორ შევამციროთ სისხლში შაქარის დონე ხალხური საშუალებების დახმარებით!!

აუცილებლად შეინახეთ ეს რეცეპტები!

1. რძისა და პროპოლისის ნაყენზე დაფუძნებული სამკურნალო რეცეპტი: ძილის წინ აუცილებელია ნახევარი ჭიქა თბილი რძე მიირთვათ თხუთმეტი წვეთი პროპოლისის ნაყენის დამატებით. ასეთი სამკურნალო კურსი შეიძლება ჩატარდეს წელიწადში ორჯერ.

2. კეფირისა და დარიჩინის საფუძველზე სამკურნალო რეცეპტი: დილით ორი კვირის განმავლობაში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დალიეთ ერთი ჭიქა კეფირი ერთი ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინის დამატებით.

3. შვრიის ბულიონი ახდენს შაქრის დონის ნორმალიზებას: ერთი სუფრის კოვზ შვრიის მარცვლებს უნდა დაასხით ჭიქა წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. ბულიონი გადაწურეთ და გააგრილეთ, გაყავით სამ დოზად და დალიეთ დღის განმავლობაში.

4. ჩაი შავი მოცხრის ფოთლებისგან: აუცილებელია, მუჭა ხმელი მოცხრის ფოთოლს დაასხათ მდუღარე წყალი, დაელოდოთ ცოტა გაციებას. შავი მოცხრის ფოთლებიდან ჩაის რეგულარული მიღება ახდენს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.

5. მოცვის ფოთლების ნახარშს: ერთ სუფრის კოვზ მოცვის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი, კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. მიიღეთ სამკურნალო ხსნარი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

6. ვარდკაჭაჭას სასმელი: მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა ვარდკაჭაჭას უნარი ეფექტურად შეამციროს სისხლში შაქრის დონე, ამიტომ გონივრული იქნება თქვენს დიეტაში ვარდკაჭაჭას სასმელის ჩართვა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გარდა ტრადიციული მედიცინის გამოყენებისა, თქვენ უნდა დაიცვათ სწორი კვების პრინციპები (უარი თქვათ სახამებელზე, ტკბილზე, ცხიმოვანსა და მარილიანზე) - დაამატეთ რაც შეიძლება მეტი სანელებლები და პარკოსნები თქვენს საკვებ რაციონს. მათ დაამტკიცეს, რომ შესანიშნავი საშუალებებია სისხლში შაქრის დონის შემცირებისთვის.

Facebook კომენტარები
Exit mobile version