ეს ხელნაკეთი სასმელი დაგეხმარებათ მოკლე დროში მოიხსნათ მუხლის და სახსრების ტკივილი..
ცდად ღირს!
აქვე მოგიყვებით ხელნაკეთი სასმელის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ მუხლის და სახსრების ტკივილის მოცილებაში. დღესდღეობით თითოეული ადამიანის ცხოვრების წესი სავსეა სტრესით და შფოთვით, რადგან ეს ყველაფერი გამომდინარეობს ყოველი ჩვენგანის დამღლელია სამუშაო დღიდან. ხოლო მათგან გამოწვეული პირველივე ნიშნებია ტკივილი მუხლებსა და სახსრებში..
ზოგიერთ შემთხვევაში სახსრების ტკივილი ისეთი გაუსაძლისი ხდება, რომ ეს ყოველივე მოითხოვს ექიმთან დაუყოვნებელ ვიზიტს. ზოგადადაც რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი, თუ არ იცით სახსრების ტკივილის გამომწვევი მიზეზი.
ქვემოთ კი მოცემულია რამდენიმე შემოთავაზებული სიტუაცია, რომლებშიც რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი:
1. როცა სახსრების გაუსაძლისი ტკივილი გაწუხებთ.
2. თქვენი სახსრები სრულიად უმოძრაო მდგომარეობაშია
3. სერიოზული ტრავა გადაიტანეთ
4. თუ ხედავთ შეშუპებას სახსრებში.
5. როცა სახსრები მთლიანად დეფორმირებულად გამოიყურება.
ზოგადი მონაცემებითაც სახსრების ტკივილი ერთ ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა, რადგან ის ძირითადად ასოცირდება დაბერებასთან. სახსრების ტკივილის სხვა მიზეზები მოიცავს ბურსიტს, პოდაგრას, დეფორმაციას, დაჭიმვას, ართრიტს და ა.შ. ამავდროულად სახსრების ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული სახის, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა ან შეიძლება გაგრძელდეს თქვენი სიცოცხლის ბოლომდეც კი.
ზოგჯერ სახსრების ტკივილის თავიდან აცილება შეუძლებელია, რადგან დაბერება მისი მთავარი მიზეზია, მაგრამ სათანადო მართვა დაგეხმარებათ ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრების წარმართვაში.
ამ პოსტში შემოგთავაზებთ გემრიელ და ძალიან ძლიერ სასმელს სახსრების ტკივილთან დაკავშირებით. იგი შედგება ანანასის, ფორთოხლის წვენის, თაფლისა და დარიჩინისგან და ამ სასმელის გამოყენება სახსრების ტკივილის სამკურნალოდ შეიძლება იყოს შესანიშნავი გამოსავალი.
ანანასი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მინერალია ძვლებისთვის. გარდა ამისა, ანანასი შეიცავს დიდი რაოდენობით ბრომელინს, რომელიც ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. დარიჩინი ეხმარება ორგანიზმს სისხლის მიმოქცევაში და ფორთოხლის წვენი ასევე შეიცავს C ვიტამინს, მათ შეუძლიათ გააძლიერონ ლიგატები და მყესები.
როგორ მოამზადოთ ეს სასმელი:
საჭირო ინგრედიენტები: დაჭრილი ანანასი, შვრია, ფორთოხლის წვენი
წყალი, დარიჩინი, თაფლი
მარტივი ნაბიჯები:
1. ქვაბში ჩაამატეთ ორი ჭიქა წყალი და ერთი ჭიქა შვრია და რამდენიმე წუთი ადუღეთ გაზქურაზე.
2. აცადეთ ნარევი გაცივდეს, 3. ახლა ბლენდერში მოათავსეთ ერთი ფორთოხლის წვენი, ერთი ჭიქა ანანასი, ერთი დარიჩინის ჯოხი და თაფლი.
4. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დალიეთ ეს საშუალება წყლის დამატებით.
5. შეგიძლიათ დაამატოთ მეტი წყალი, რომ პასტა უფრო თხელი კონსისტენციის გახდეს.
ამ სმუზის მიღება შეგიძლიათ ყოველდღიურადაც კი!
გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში, რათა ნახოთ შესამჩნევი შედეგი. მიზანშეწონილია, რომ ეს სასმელი თქვენს ყოველდღიურ განრიგს დაამატოთ და ჩვევად აქციოთ ამ სასმელის რეგულარულად მიღება და მოხმარება.
ერთი კვირის განმავლობაში ამ კოქტეილის გამოყენებისას დაინახავთ თვალსაჩინო შედეგებს, ტკივილი თანდათან შემცირდება და შვებას იგრძნობთ.
ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ ეს პოსტი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სახსრებისა და ძვლების ტკივილს. შეგიძლიათ თქვენი შედეგი გაგვიზიაროთ კომენტარებში!.