vap.ge

როგორ მოვიცილოთ ტარაკნები, ჭიანჭველები, კოღოები და ბუზები სახლიდან..!

როგორ მოვიცილოთ ტარაკნები, ჭიანჭველები, კოღოები და ბუზები სახლიდან..!

ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ყველაფერი ბუნებრივი საშუალებებით..

ეს  "დამპყრობლები" იზიარებენ ჩვენი სახლის თითქმის ყველა კუთხეს. კონკრეტულად კი ჭიანჭველები საფრთხეს უქმნიან თქვენს პირად ჰიგიენას და ჯანმრთელობას. ჩვენ ყველამ ვიცით ზოგიერთი ტრადიციული მეთოდი მათი თავიდან ასაცილებლად, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს მეთოდები მაინც არ მოქმედებს..

მათგან თავის დასაღწევად საჭიროა ხანგრძლივი პროცედურული თერაპია. აქ კი მოცემულია რამდენიმე საშინაო საშუალება, რათა მათ მატივად და თან სამუდამოდ დატოვონ თქვენი სახლი:

ჭიანჭველები:

დაჭერით კიტრი პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ ჭიანჭველების სავარაუდო შესვლის წერტილში. ჭიანჭველებს აქვთ ბუნებრივი ინსტიქტი, რომ თავიდან აიცილონ კიტრის სურნელი. მწარე კიტრის ნაჭრები უკეთესად მუშაობს

ასევე საპნიანი წყლის სპრეი კარგად მოქმედებს ჭიანჭველების წინააღმდეგ.

ჭიანჭველების მოსაკლავად შეურიეთ ერთი ლიტრი წყალი, ერთი ჩაის კოვზი ბორის მჟავა და ერთ ჭიქა შაქარი. შემდეგ დაასველეთ ბამბის ბალიშები ხსნარში და მოათავსეთ ნახვრეტებში სადაც აქვთ ჭიანჭველებს. ჭიანჭველები ამ სატყუარას თავიანთ "სახლამდე" მიიტანენ, სადაც საბოლოოდ ჭამის დროს დაიღუპებიან.

ტარაკნები:

ჩვენ ვიყენებთ ბაზარზე არსებულ მრავალფეროვან პროდუქტს ტარაკნების მოსაშორებლად. მათი სამზარეულოდან გასვლის საუკეთესო საშუალებაა სამზარეულოს სისუფთავის შენარჩუნება. თუ სახლში ტარაკნების პრობლემა გაქვთ, გარეცხეთ სახლი ძლიერი საპნიანი წყლით.

შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ბორის მჟავას ფხვნილი, შაქრის ფხვნილი და სიმინდის ფქვილი. მოამზადეთ სატყუარად და მოათავსეთ ისეთ ადგილას, სადაც სავარაუდოდ ტარაკნები გადაადგილდებიან. ის მოქმედებს როგორც შხამი ტარაკანებისთვის.

კოღოები:

კოღოები, სავარაუდოდ, ჩნდებიან დაგუბებულ წყალში და ბინძურ ადგილებში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გარემოს სისუფთავე და ვენტილაცია, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით წყლის სტაგნაციური წყაროების აღმოსაფხვრელად.

ასევე სპრეის სახით გამოყენებული ნივრის წვენის ხსნარი აცილებს კოღოებს 6 საათის განმავლობაში. დაუმატეთ ერთი წილი ნივრის წვენი და ხუთი წილი წყალი ნარევის გასაკეთებლად და შეისხურეთ სხეულზე. ის არატოქსიკური საშუალებაა და ძალიან ეფექტურიცაა.

ასევე იცოდით, რომ კალენდულა გამოყოფს მწერებისა და კოღოებისთვის უსიამოვნო არომატს. თქვენ შეგიძლიათ დარგოთ კალენდულას მცენარე თქვენს ბაღში ან ეზოში, რათა ეფექტურად გააკონტროლოთ კოღოები რაოდენობა.

ბუზები:

ასევე ბუზების მოშორების საუკეთესო საშუალებაა თქვენი სახლისა და გარემოს სისუფთავე და მოწესრიგება. დაქუცმაცებული პიტნის ფოთლების პატარა პაკეტები შეიძლება მოათავსოთ სახლის ირგვლივ, რათა შეზღუდოთ ბუზების რაოდენობა.

აქვე ევკალიპტის ზეთი სასარგებლოა ბუზების მოსაგერიებლად. დაასხით რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ზეთი ბამბის ქსოვილს და მოათავსეთ ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ბუზია.

Facebook კომენტარები
Exit mobile version