vap.ge

გაწუხებთ ცუდი სისხლის მიმოქცევა და ცივი კიდურები? აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად!

გაწუხებთ ცუდი სისხლის მიმოქცევა და ცივი კიდურები? აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად!

გამოსადეგი ინფორმაციაა!

სისხლის მიმოქცევის სისტემაში პრობლემები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სისხლი სათანადოდ არ აღწევს ქვედა კიდურებში, ასევე მკლავებში, გულსა და სხეულის სხვა ნაწილებს, მათ შორის თითებშიც კი.

სისხლძარღვები იბლოკება ნივთიერებით, რომელსაც ეწოდება თრომბოციტები, რომლებიც გროვდება არტერიების და ვენების კედლებში. ეს კიაფერხებს სისხლის ნორმალურ ნაკადს სისხლძარღვებში და იწვევს სისხლის ცუდ მიმოქცევას.

სისხლის მიმოქცევის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები, როგორიცაა: მაღალი წნევა, ჰიპერტენზია, ვარიკოზული ვენები, გულის დაავადება, თირკმლის დაზიანება, ანევრიზმა, ათეროსკლეროზი, რეინოს დაავადება და ფლებიტი.

ხოლოს სწორედაც რომ ამ გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მკურნალობა შესაძლებელია ჩვეულებრივი მედიკამენტებით, ცხოვრების სტილის ცვლილებებით და ალტერნატიული თერაპიებით. მთავარი მიზანია სისხლის მიმოქცევის პრობლემების თავიდან აცილება, შეშუპების, ტკივილის მოშორება და შეხორცების პროცესის დაჩქარება.

ასევე არსებობს ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ სისხლძარღვთა პრობლემებზე. ზოგიერთი მათგანია წიწაკა, ნიორი, გინკო ბილობა და კოჭა.

დიეტაში რამდენიმე მარტივი ცვლილება დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. სცადეთ საკვებ რაციონში მეტი ბოჭკოვანი პროდუქტის დამატება. ასევე ყოველდღე მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული. დალიეთ ბევრი სუფთა წყალი (მინიმუმ 5 ან 6 ჭიქა დღეში). შეეცადეთ შეამციროთ ყავის ან ჩაის მიღება. არ უნდა შეწყვიტოთ მათი მიღება სრულად, მაგრამ უნდა შეამციროთ დღეში ორ ფინჯანამდე.

ალკოჰოლს ასევე შეუძლია მავნე გავლენა მოახდინოს სისხლის მიმოქცევაზე. ალკოჰოლი უნდა მიიღოთ ზომიერად.

შეეცადეთ ივარჯიშოთ თითქმის ყოველდღე. შეგიძლიათ უბრალოდ ისეირნოთ ან დაკავდეთ მსუბუქი დატვირთვის ვარჯიშებით.

გააკონტროლეთ თქვენი ქოლესტერინის დონე და ეს დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმის შემცირებაში. ასევე ძალიან კარგი იქნება თუ საკვებ რაციონში დაამატებთ მეტ ზღვის პროდუქტს, თუნდაც თევზის რამდენიმე სახეობას.

თუ მწეველი ხართ, მაშინ დროა თავი დაანებოთ მას და სერიოზულად იზრუნეთ თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე!

როცა შეგცივდებათ, გამოიყენეთ ბოთლით თბილი წყალი, განსაკუთრებით ფეხების თბილად შესანარჩუნებლად.

ეცადეთ, დიდხანს არ იყოთ მჯდომარე მდგომარეობაში. დაისვენეთ და უბრალოდ გაიარ გამოიარეთ მინიმუმ ყოველ საათში ერთხელ, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე წუთით. ასევე დროდადრო გაჭიმეთ ფეხები.

ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ! უბრალოდ უნდა დაიმახსოვროთ და გაითვალისწინოთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version