როგორ გავაუმჯობესოთ სისხლძარღვთა ტონუსი? მეტი ინფორმაცია VVD-ვეგეტატიურ-სისხლძარღვთა დისტონიაზე..

797

როგორ გავაუმჯობესოთ სისხლძარღვთა ტონუსი? მეტი ინფორმაცია VVD-ვეგეტატიურ-სისხლძარღვთა დისტონიაზე..

თქვენ ისეთივე ახალგაზრდა ხართ, რამდენადაც თქვენი სისხლძარღვებია ახალგაზრდა და ელასტიური.

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან დაბნეულობა, სისხლძარღვების შეკუმშვის შეგრძნება, ტკივილი თვალებში, ძალების მუდმივი დაკარგვა და ტირილის სურვილი, შიშის უმიზეზო შეტევები, ქაოტური გულისცემა, ტკივილი მუცლის, გულის არეში და ა.შ. -

ეს სია შეიძლება გაგრძელდეს და თუ ვინმესთვის რომელიმე მაინც ნაცნობია, მაშინ დიაგნოზი - VVD-ვეგეტატიურ-სისხლძარღვთა დისტონია თქვენს სამედიცინო ბარათშია.

VVD უხილავი დაავადებაა, რომლის გამომწვევი ბრალეულობაც გარეგნუად ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ, როგორც წესი, ესაა ფაქტორების მთელი კომპლექსი და ერთ-ერთი მათგანია ცუდი სისხლძარღვთა ტონუსი. თქვენ ისეთივე ახალგაზრდა ხართ, რამდენადაც თქვენი სისხლძარღვებია ახალგაზრდა და ელასტიური.

სისხლძარღვთა ტონუსის გასაუმჯობესებლად საჭიროა ყოველდღიურად ჩატარდეს ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მიზნად ისახავს ტონის გაუმჯობესებას.

1. სპორტი, სპორტი და კიდევ ერთხელ სპორტი

მუდმივი ფიზიკური აქტივობა. პირველ რიგში, ვარჯიშის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, სისხლი გაჯერებულია ჟანგბადით და აუმჯობესებს სისხლძარღვთა ტონუსსაც.

მეორეც, სპორტული დატვირთვები გაგიძლიერებთ გულის კუნთს. მესამე, კარგი ფიზიკური მდგომარეობა აუმჯობესებს ემოციურ სფეროს.

2. წყალი, წყალი და მეტი წყალი:

სისხლძაღვებს უყვართ წყალი.

ჯანსაღი სასმელი წყლის მუდმივი მოხმარებაა, დღეში 2-3 ლიტრის ოდენობით. შედეგს 1-2 თვეში იგრძნობთ. VSD უკან იხევს, თუ ჩვენ საკმარისი რაოდნეობის წყალს მივაწვდით ორგანიზმს.

კონტრასტული შხაპი ან აბაზანა - გახადეთ თქვენი სისხლძარღვები უფრო ელასტიური.

ალტერნატიული ცხელი წყალი (2 წუთი, 45-55°C) და ცივი წყალი (1 წუთი, 10-15°C), 3-დან 6-ჯერ, დამთავრებული კვლავ ცივი წყლით.  ზედიზედ 10 დღის განმავლობაში, ატონიზირებს ვენურ და ლიმფურ კედლებს.

შესაძლოა ხშირად არ გსმენიათ თუმცა, ცხელი მდგომარეობიდან ცივ მდგომარეობიდან გადასვლისას სისხლძარღვებიდან გამოიდევნება მეტი სისხლი და მეტად აქტიურდება ეს პროცესი. გარდა ამისა, ასეთი გამკვრივება ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ამინდის უეცარი ცვლილებების მიმართ.

ასევე ცურვის დროს შინაგანი ორგანოებისა და ტვინის უჯრედები გაჯერებულია ჟანგბადით, იკლებს გულისცემა და ტონუსდება სისხლძარღვებიც.

3. სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე.

ხშირი სტრესი სისხლძარღვებს მყიფე და მტვრევად ხდის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ნეირო-ემოციური ფონი. ჩვენ ვეძებთ მუსიკას მედიტაციისთვის, ვსწავლობთ დასვენება, იოგაზე დავდივართ, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც დღეში 8-10 საათიანი ძილია.

4. ღრმად ისუნთქეთ.

წადით ბუნებაში, სადაც ჰაერი უფრო სუფთაა და ისუნთქეთ. და ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტე მოწევა, ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების სპაზმებს.

5. მიირთვით უმი ბოსტნეული და ხილი.

აუცილებლად მიირთვით ფოსფორისა და გოგირდის შემცველი საკვები: თხილი, ლობიო, სოიო, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიახური. ასევე გოგირდი გვხვდება კომბოსტოში, სტაფილოში, კიტრში, ნიორში, ლეღვში, ხახვსა და კარტოფილში.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია