ამ რეცეპტით ნამცხვარი ცხვება 3 წუთში მიკროტალღურ ღუმელში. თუკი ჩვეულებრივ ღუმელში გსურთ გამოცხობა, 180 გრადუსზე 30-40 წუთი დასჭირდება.
ინგრედიენტები
- ფქვილი – 220 გ
 - კაკაო – 30 გ
 - გამაფხვიერებელი – 10 გ
 - შაქარი – 130 გ
 - ზეთი – 100 მლ
 - თბილი წყალი – 300 მლ
 
მინანქარი
- შოკოლადი – 150 გ
 - ზეთი – 3-4 სკ
 - მიწისთხილი
 
მომზადების წესები
ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი გაცერით, დაუმატეთ შაქარი, ზეთი და თბილი წყალი. კარგად გათქვიფეთ.
ეს მასა გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში (ჩვენთან 16X26 სმ) და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე 3 წუთით.
გამომცხვარ ბისკვიტს თავი გადაუსწორეთ და მოასხით მინანქარი (შოკოლადი გაადნეთ, დაუმატეთ ზეთი და კარგად ამოურიეთ, სურვილისამებრ დაუმატეთ მიწისთხილი).
გემრიელად მიირთვით!
Facebook კომენტარები






























