
ინგრედიენტები:
მოხარშული ქათამი – 400 გ
კარტოფილი – 1 კგ
ჭარხალი – 3 საშუალო ზომის
სტაფილო – 5-6 ცალი
მჟავე კიტრი – 5-6 ცალი
ახალი კიტრი – 2-3 ცალი
პომიდორი – 4-5 ცალი
მწვანე ხახვი – 1 კონა
კამა – 3 საშუალო კონა
ოხრახუში – 2 საშუალო კონა
მწვანე ბარდა – 0.5 ქილა
კვერცხი – 10-12 ცალი
არაჟანი – 200 გ
მაიონეზი – 200 გ
კარაქი – 100 გ
მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით
მომზადების წესი:
მოხარშული კარტოფილი, სტაფილო, კვერცხი, ქათმის ხორცი და მჟავე კიტრი დაჭერით წვრილ ნაჭრებად, მოხარშული ჭარხალი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და მოათავსეთ ცალკე თასში, ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად. მწვანე ბარდა გადაწურეთ, აიღეთ განიერი ბრტყელი ლანგარი, თქვენს მიერ მომზადებული მასალა (ჭარხლის გარდა) ფენა-ფენა მოათავსეთ, თან მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და მწვანილი, თითოეულ ფენას მოასხით არაჟნისა და მაიონეზის ნარევი. ასეთი ფენები გაიმეორეთ რამდენჯერმე.
ზედაპირი და გვერდები მთლიანად მოფინეთ გახეხილი ჭარხლით, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა, გვერდებში ჩაარჭვეთ ირიბად დაჭრილი გაუთლელი კიტრი, ზედაპირი მოფარეთ ბრტყლად დაჭრილი წითელი პამიდვრით. თითოეული პამიდვრის ნაჭრის ცენტრში დადეთ წვერში ჯვარედინად ჩაჭრილი მოხარშული მთელი კვერცხი. ჩამოჭრილი გვერდები ოდნავ გადაშალეთ რომ კვერცხის გული გამოჩნდს თავისიუფალ ადგილებში წვრილ ზოლად მოასხით კარაქთან ათქვეფილი არაჟანი, რისთვისაც გამოიყენეთ ტორტის მოსართავი ფორმა .
(100 გ კარაქი კარგად გათქვიფეთ, თანდათანობით შეათქვიფეთ წინასწარ გათქვე- ფილი 100 გ არაჟანი).






























