საუკეთესო კომბოსტოს მწნილი

1291

გსურთ მოამზადოთ საუკეთესო კომბოსტოს მწნილი? განაგრძეთ კითხვა

კომბოსტოს უვარგისი ფოთლები ჩამოვაცალოთ, ძირები დავაჭრათ; ავადუღოთ დიდი ქვაბით წყალი და მდუღარეში ჩავყაროთ, საჩქაროდ ამოვიღოთ და დავაწყოთ ხონჩაზე. თუ კომბოსტო დიდი თავებია , მაშინ შუა-შუა უნდა გავაპოთ, სანამ მდუღარეში გავავლებთ. შემდეგ მოვუმზადოთ წვენი ამრიგად: ნიახური ძირიან-ფოჩიანად, რაც იმ კომბოსტოს ეყოფა, დავრეცხოთ, დავფხიკოთ, შემდეგ ჩავყაროთ დიდ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვადუღოთ ისე, რომ ძალიან არ მოიხარშოს ეს ნიახური. მერე გადმოვიღოთ და გავაციოთ. შემდეგ კომბოსტოს თითო- თითო თავს მოვაყაროთ მარილი და ჩავდოთ ქილაში, ანუ ქოცოში და გავავსოთ, მეორე დღეს ის მოდუღებული ნიახური თავისი წვენით ზედ დავასხათ. თუ წვენი დააკლდება, ცივი წყალი დავუმატოთ, გავავსოთ, ზემოდან ქვა დავადოთ და დავახუროთ სარქველი. ერთი კვირის შემდეგ კიდევ უნდა ვნახოთ, ან წვენი არ შეიშროს და ან მარილი არ აკლდეს, ზემოდან უნდა დავადოთ მწვანილები - დიდი კამა, შავკაკალა და პილპილი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია