თუ კისერი დაჭიმული გაქვთ: რა უნდა გააკეთოს, თუ ძლიერი ტკივილის გამო თავის მობრუნებაც კი გიჭირთ
ალბათ ბევრს შეექმნია ისეთი პრობლემა, როდესაც მოულოდნელად კისერი დაეჭიმა და თავის მობრუნებაც კი საკმაოდ მტკივნეულ პროცესად გადაიქცა. თუმცა თუ თქვენც გემართებათ ხოლმე მსგავსი რამ, იცოდეთ რომ სახლის პირობებში სავსებით შესაძლებელია პრობლემის მოგვარება. მაგრამ მაინც უმჯობესია მიმართოთ ექიმს დახმარებისთვის.
კისრის ტკივილის სიმპტომები:
კისრის ტკივილი შეიძლება განვითარდეს საკმაოდ მოულოდნელად, თან ნებისმიერ სიტუაციაში - სახლში, სამსახურში, ოფისში, პირდაპირ ქუჩაშიც კი. საკმარისია მოულოდნელად შეაბრუნოთ თავი და არასწორად დაიჭიმოს კუნთი, შედეგად იწყება კუნთების ანთება, რაც პირდაპირ კავშირშია ჰიპოთერმიასთან. გეწყებათ საშინელი კისრის ტკივილი და ხშირად გიშეშდებათ კიდეც. ასევე მსგავსი სახის ტკივილი ხშირად ჩნდება დილით ,არასწორი ძილის პოზის შემდეგ. ეს კი განსაკუთრებით ხდება ზაფხულში, როცა გძინავთ კონდიციონერის ქვეშ.
აქაა რამდენიმე ძალიან სასარგებლო რჩევა:
ამ ტკივილს ჩვეულებრივ მკურნალობენ სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებლებით, მაგრამ მათი უმეტესობა იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს და საფრთხეს უქმნის კიდეც ჩვენს ჯანმრთელობას.
კიდევ ერთელ აღვნიშნავთ კისრის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით, როგორიცაა სპორტული დაზიანებები, უბედური შემთხვევები და კუნთების დაძაბვა. თუმცა, მიზეზის მიუხედავად, სიმპტომები ყოველთვის ერთი და იგივეა.
ასევე ტკივილმა შეიძლება შეგაწუხოთ ასაკისდა მიუხედავად, მაგრამ მაინც ის ყველაზე ხშირად გვხვდება ხანდაზმულებში და 30-40 წლის ადამიანებში. უფრო მეტიც, ადამიანები, რომლებიც არ არიან მიჩვეული ფიზიკურ აქტიურობას, სწორედ ისინი ყველაზე ხშირად განიცდიან მსგავსი სახის ტკივილს.
ტკივილი ასევე ხშირია უმოძრაო ცხოვრების წესის მქონე ადამიანებში. თუმცა ამ ტკივილის მოხსნა შესაძლებელია წამლების გამოყენების გარეშეც, სრულიად ბუნებრივი გზით. სწორედ აქაა რამდენიმე ძალიან სასარგებლო რჩევა:
– ყოველდღიური ვარჯიშები, D ვიტამინი, ცხელი და ცივი კომპრესები, მოწევისთვის თავი დაანებება, მასაჟის თერაპია, ასევე მოერიდეთ ისეთ დატვირთულ აქტივობებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების ზედმეტი დაძაბვა
აქვე ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ გზას ამ ტკივილის შესამსუბუქებლად:
– ყოველთვის დაიძინეთ სწორ პოზაში.
– მიიღეთ თბილი შხაპი კუნთების დასამშვიდებლად
– ზოგადად გამოიყენეთ ცივი კომპრესები
– ხოლო ტკივილის დროს სცადეთ გამოიყენოთ თბილი ბალიში ( ან თბილი ხელსახოცი შემოიხვიეთ მტკივნეულ ადგილას)