10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეთ ქლიავი!!
ქლიავი მიეკუთვნება ყველაზე სასარგებლო ჩირის კატეგორიას.
რადგან ქლიავის ჩირი შეიცავს ბევრად მეტ საკვებ ნივთიერებებს, ვიდრე ის ნედლ მდგომარეობაში.
რატომ არის ის ასეთი სასარგებლო?
ქლიავი ხსნის ცუდ ქოლესტერინს და აუმჯობესებს ნაწლავის აქტივობას, იცავს კბილის მინანქარს დაზიანებისგან, ასევე ამაგრებს მას და იცავს კარიესისგან.
ასევე აქვს გამოხატული ანტიბაქტერიული თვისებები, სწრაფად ატონიზირებს სხეულს, ზრდის მის ეფექტურობას.
ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას, აახალგაზრდავებს და კურნავს შინაგან ორგანოებს; ებრძვის ყაბზობას, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები.
აახალგაზრდავებს სახის კანს, ეხმარება ბერიბერისა და ანემიის გამკლავებაში ასევე შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ონკოლოგიურ დაავადებებს.ასევე გთავაზობთ – განმტვირთველ დიეტას შავი ქლიავით:
ორგანიზმის გასაწმენდად შეიძლება განმტვირთველი დღე მოაწყოთ. მისი დახმარებით 1-2 ზედმეტი კგ-ის მოშორებას შეძლებთ. ამ დღეს სახლიდან გასვლა არ ღირს, ასევე ჭარბ ფიზიკურ ვარჯიშზე უარი თქვით და ბევრი სითხე მიიღეთ.
ონკოლოგიურ დაავადებებს.
განტვირთვის მოსაწყობად 25-30 მშრალი ქლიავი და სუფთა წყალი, ბალახების ნაყენი, უშაქრო ჩაი დაგჭირდებათ. ყოველ 2 საათში 3-4 ორთქლით დამუშავებული ქლიავი უნდა შეჭამოთ და ბევრი წყალი დააყოლოთ.
დღის განმავლობაში მინიმუმ 3 ლ სითხე მიიღეთ. თუ საღამოს ძლიერი შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, 1 ჭიქა კეფირი ან უშაქრო იოგურტი მიიღეთ.