ნატურალური საშუალება გაციებისა და ვირუსების სწრაფად დასამარცხებლად…

1071

ნატურალური საშუალება გაციებისა და ვირუსების სწრაფად დასამარცხებლად…

იმუნიტეტის გასაძლიერებლად უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ ამ მცენარისგან დამზადებულ სიროფს საოცარი შედეგი აქვს, დღევანდელ სტატიაში საუბარი ანწლზე გვაქვს. გარდა იმუნიტეტის გაძლიერებისა, ანწლი მრავალმხრივაა დაჯილდოვებული ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებით.

აღმოჩნდა, რომ ეს ნაყოფი შეიცავს ვიტამინ B17 – ს. რაც დადებითად აისახება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროს. ასევე შეიცავს ასკორბინის მჟავას რაც ამაღლებს იმუნური სისტემის ბრძოლის უნარიანობას.

ასევე ანწლი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სისუსტისა და დაავადების სამკურნალოდ, ასევე გეტყვით იმასაც, რომ ის

– აძლიერებს იმუნიტეტს, კარგია გაციების და ხველების დროს
– ასევე სიცხის დამწევი და შარდმდენი კარგი საშუალებაა
– ხოლო მისი გამოყენება განსაკუთრებით კარგია ვირუსული ინფექციების პერიოდში

– ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას კანის დაავადებების მიმართ,ხოლო პოდაგრის დროს ორგანიზმს ხელს უწყობს შარდმჟავის გამოყვანაში, ასევე გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს.

– აქვს დამაშვიდებელი მოქმედება, თან აქვს ფაღარათის საწინააღმდეგო (შემკვრელი თვისება)

ამ უამრავი სარგებლის ფონზე, სწორედ დღეს გვსურს გაგიზიაროთ ანწლის საოცრად სასარგებლო სიროფის შესახებ!

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

– ⅔ ჭიქა ხმელი შავი ანწლი,  3½ ჭიქა წყალი

– ½ ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი

– 1 ჭიქა ნედლი თაფლი, 2 ს.კ.დაფქული მშრალი ჯანჯაფილი

– 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი

მომზადების წესი:

თავდაპირველად ქვაბში მოათავსეთ ანწლი, დარიჩინი, მიხაკი და ჯანჯაფილი და დაუმატეთ წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, დაახურეთ თავსახური და იქამდე ადუღეთ, სანამ სითხე 2–ჯერ არ შემცირდება. (დაახლოებით 45 წუთი) ამის შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ და გააცივეთ. ხოლო უკვე გაციებულ სითხეს დაუმატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ.

გამზადებული სიროფი გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

ამ სიროფს ვადა აქვს მხოლოდ 2 კვირა!

ბავშვებისათვის: დღეში – ½ ჩაის კოვზიდან 1 ჩაის კოვზამდე.

ზრდასრულებისათვის: დღეში ½ სუფრის კოვზიდან 1 სუფრის კოვზამდე

ყურადღება ! მცენარე ტოქსიკურია, ამიტომ არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს. ასევე არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. 18 წლამდე მოზარდებმა კი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია