ორგანიზმი გაფრთხილებთ! 7 ნიშანი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებაზე მიგვანიშნებს

1394

ორგანიზმი გაფრთხილებთ! 7 ნიშანი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებაზე მიგვანიშნებს

კარგად მოგეხსენებათ ჩვენს ორგანიზმში ფარისებრ ჯირკვალს თუ რაოდენ დიდი ფუნქცია აკისრია. ის არეგულირებს ორგანიზმში ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და გამოიმუშავებს ისეთ ჰორმონებს, რომლებიც პასუხისმგებელია შემდეგ ჩამაოთვლილ პროცესებზე:

  • სხეულის ნორმალურ ტემპერატურა;
  • წონა;
  • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის გამართული მუშაობა;
  • ქოლესტერინის დონის დარეგულირება;
  • გულისცემის სიხშირის კონტროლი

საინტერესოა თუ როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი:

თავდაპირველად სანამ მისი მუშაობის სპეციფიკაზე გადავალთ გეტყვით, რომ ფარისებრი ჯირკვალი ორ ძირითად ჰორმონს – თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს გამოიმუშავებს. ისინი სისხლში ცირკულირებენ და ჩვენი სხეულის მეტაბოლიზმს არეგულირებენ:

სწორედ მათ აქვთ სალმაოდ დიდი გავლენა ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაზე, ცილების წარმოქმნაზე, მონაწილეობენ სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში, განსაზღვრავენ გულისცემის სიხშირეს. ხოლო გარდა ამ ჰორმონებისა, ფარისებრი ჯირკვალი ასევე გამოიმუშავებს კალციტონინს, რომელიც კალციუმის ცვლის რეგულაციაში მონაწილეობს.

ხოლო თუ ამ მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციონირება დაირღვევა და ჩვენ დროულად არ ვუმკურნალეთ მას, შემდგომ უკვე შესაძლოა საქმე უფრო სერიოზუ გართულებებთანაც გვქონდეს. ამიტომაცაა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ დროულად მოვახდინოთ რეაგირება და დავაკვირდეთ ჩვენი ორგანიზმიდან მიღებულ ყველა "გაფრთხილებას"

და ყველაზე მთავარი კითხვა როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი ფარისებრი ჯირკვალი დაზიანებულია? 

ყოველთვის დააკვირდით იმ ნიშნებსა და სიგნალებს, რომელთაც თქვენი ორგანიზმი მაშინ გიგზავნით, როდესაც რაღაც რიგზე ვერ არის.

7 გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელსაც ორგანიზმი გვიგზავნის:

ქრონიკული დაღლილობა: ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ენერგიით რომ მომარაგდეს ამაში მას ფარისებრი ჯირკვლის გარკვეული ჰორმონები უნდა დაეხმაროს, ხოლო თუ ამ უკანასკნელის ფუნქციონირება შეზღუდულია უკვე თავს იჩენს ზოგადი სისუსტე, მოთენთილობა და ქრონიკული ხასიათის დაღლაც კი

წონა:

თუ ფარისებრი ჯირკვლის ერთ ერთი ჰორმონის_ დონე ნორმაზე დაბალია, ჩვენს ორგანიზმში მეტაბოლიზმი საგრძნობლად ნელდება. ამ დროს საჭმელი გაცილებით რთულად გადამუშავდება და კალორიების მხოლოდ მცირე ნაწილი გარდაიქმნება ენერგიად, რასაც ჭარბწონიანობამდე და გაცხიმოვნებამდე მივყავართ. ასეთ დროს წონას სწორი კვებითა და ფიზიკური ვარჯიშებითაც კი ვერ ვიკლებთ, უბრალოდ საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა

გახშირებული დაავადებები:

თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება შესუსტებულია, ამ დროს ჩვენი ორგანიზმის იმუნიტეტიც ქვეითდება, შედეგად კი თავის დაცვა სხვადასხვა მავნე ბაქტერიებისა და ვირუსებისგან ძალიან გვიჭირს, რის შედეგადაც ხშირად ავადვმყოფობთ.

კოორდინაციის უნარის დაქვეითება

ჰიპოთიეროზს შეუძლია პერიფერიული ნერვების დაზიანება, რომლებიც თავისა და ზურგის ტვინიდან სიგნალებს მთელ სხეულში გზავნიან. ამ ნერვების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს კიდურების ხშირი დაბუჟება და მსუბუქი ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება დაზიანებულ ზონებში.

ტვინის მუშაობის გართულება: 

თუ ყველაფერი მარტივად გავიწყდებათ, გიქვეითდებათ რაიმე საკითხზე კონცენტირების უნარი და ატყობთ, რომ ინფორმაციას ისე მარტივად ვეღარ აღიქვამთ და გადაამუშავებთ, როგორც ადრე, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს!

სტრესი და დაპერესია

ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევის დროს საკმაოდ გავრცელებული სტრესი და დეპრესია

ასევე ყურადღება მიაქციეთ ზედაპირულ ნიშნებს:

ხასიათის მკვეთრი ცვლილებები, ძილიანობა, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, ცივი კიდურები, ხშირი ყაბზობა, შეშუპება, თმის ცვენა, ფრჩხილების მსხვრევა და კანის ზედმეტად გამოშრობა – ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით შეიძლება იყოს განპირობებული.

ყოველთვის ყურადღებით იყავით და რომელიმე ნიშნის შემჩნევისთანავე გადაიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია