შავი ბოლოკი ხველის წინააღმდეგ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა! ბებიაც სულ მას მიმზადებდა ხველის დროს. .

749

შავი ბოლოკი ხველის წინააღმდეგ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა! ბებიაც სულ მას მიმზადებდა ხველის დროს. .

შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, თუმცა გეტყვით, რომ შავი ბოლოკი ხალხურ მედიცინაშ ისევე ხშირად გამოიყენება, როგორც ხახვი, ნიორი, კოჭა. ეს ყველაფერი კი მასში შემავალი ვიტამინებისა გასაოცარი რაოდენობის დამსახურებაა

შავ ბოლოკს ხშირად იყენებდნენ ავიტამინოზის დროსაც კი თუმცა დღევანდელ სტატიაშ ჩვენ გაგაცნობთ რეცეპტს, თუ როგორ გამოიყენოთ ეს საშუალება ხველის წინააღმდეგ

ხველის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება:

ამ საშუალებას ბავშვობაში ბებია ძალიან ხშირად მიმზადებდა. მისი მომზადების პროცესი კი როგორც მახსოვს საერთოდაც არ იყო რთული.

თავდაპირველად ბებია შავ ბოლოკს კარგად რეცხავდა, შემდეგ აშრობდა და ბოლოკის ზედა ნაწილს თავს აჭრიდა (ისე როგორც გოგრას ჭრიან ხოლმე), ამის შემდგომ უკვე დანის დახმარებით შიგთავსს იღებდა, ისე რომ ღრმული გაეკეთებინა და მასში ასხავდა ნახევრამდე თაფლსშემდეგ აფარებდა მოჭრილი ბოლოკის თავს და ასე აჩერებდა დაახლოებით 5-6 საათი. როგორც შემდგომ მასწავლა ამ დროის განმავლობაში ბოლოკიდან გამოიყოფოდა წვენი, რომელიც თაფლში ირეოდა და შედეგად შესანიშნავი საშუალებაც მზად იყო. ამ საშუალებიდან უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ 1 ს.კ. ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. მისი შენახვა კი შეგიძლიათ მაცივარში.

ასევე არსებობს #2 მეთოდი, მათთვის ვისაც არუყვარს ლოდინი და ყველაფრის სწრაფად მომზადება ურჩევნია :

ამ შემთხვევაშ საშუალო ზომის ბოლოკი უნდა გახეხოთ წვრილა და მიღებული მასიდან გამოწუროთ წვენი, რომელსაც დაუმატებთ კვლავ თაფლს. დაახლოებით 100მლ წვენისთვის დაგჭირდებათ 50გრ თაფლი. გამოიყენეთ ეს საშუალება ზემოთ მოცემული მეთოდის მსგავსად, თუმცა ამ უკანასკნელის შენახვა არ შეიძლება. ის ყოველი გამოყენების წინ უნდა მოამზადოთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია