თუ თქვენი ორგანიზმიც ვიტამინებიც ძლიერ უკმარისობას განიცდის, მაშინ ეს უმარტივესი რეცეპტი აუცილებლად უნდა გამოსცადოთ საკუთარ თავზე!!

619

თუ თქვენი ორგანიზმიც ვიტამინებიც ძლიერ უკმარისობას განიცდის, მაშინ ეს უმარტივესი რეცეპტი აუცილებლად უნდა გამოსცადოთ საკუთარ თავზე!!

ძვირფასო მკითხველნო მძიმე ფიზიკური სამუშაოსა და მოუწესრიგებელი დღის რეჟიმის გამო დამერღვა ნივთიერებათა ცვლა, ქრონიკულად მქონდა ვიტამინების ძლიერი უკმარისობა. ყოველივე ამან მხრის სახსრის ართროზის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

დაავადება დღითი დღე პროგრესირებდა. დილაობით სახსარში შებოჭილობას მოძრაობის შეზღუდვას ვგრძნობდი, ამიტომ ძლიერ დატვირთვას ვერიდებოდი. არ ვეკარებოდი ალკოჰოლს, ცხარე და ცხიმიან კერძებს, ვჭამდი უმთავრესად ხილსა და ბოსტნეულს. ექიმის რჩევით ვარჯიშიც დავიწყე.

უკეთესობა მალევე ვიგრძენი, მაგრამ ნამდვილი შვებით მხოლოდ მას შემდეგ ამოვისუნთქე, რაც დაფნის ფოთლის ნახარშის სმა დავიწყე. ...

დაფნის 4-5 ფოთოლს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი და დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით და შეფუთეთ ან თერმოსში გადაასხით, გააჩერეთ 8 საათი. გადაწურეთ.

სვით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1/3 ჭიქა. მკურნალობა 2 კვირა გრძელდება, შემდეგ უნდა შეისვენოთ, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ კურსი 1 თვის შემდეგ გაიმეოროთ. სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა — დაფნა სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, ამიტომ მისი ნახარშის სმა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.

ექიმის კომენტარი: დაფნის სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები. ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირა რაიონებში. კულინარიაში უმთავრესად ფოთოლი გამოიყენება, რომელიც 2-3,5% ეთერზეთს შეიცავს. დაფნას აქვს სპაზმების მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლში შაქრის დონის მომწესრიგებელი ეფექტი, აქვეითებს სისხლის კოაგულაციურ თვისებებს.

ხალხური მედიცინა დაფნის ნაყოფს ფართოდ იყენებს გარეგან საშუალებად, რევმატიზმის, დამბლის, გაციებით გამოწვეული დაავადებების და მუნის სამკურნალოდ. ყველა ამ დაავადებათა წინააღმდეგ ნაყოფის ზეთი გამოიყენება. გარდა ამისა, დაფნის ნახარშსა და ნაყენს იყენებენ რევმატიული დაავადებების, ართროზების, დიაბეტის დროსაც.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია