“გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამ საშუალებებმა მხედველობა ისე გამიუმჯობესა, რომ კარგა ხანს აღარ დამჭირდება სათვალე!”

837

"გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამ საშუალებებმა მხედველობა ისე გამიუმჯობესა, რომ კარგა ხანს აღარ დამჭირდება სათვალე!"

ბოლო დროს მხედველობა გამიუარესდა — ვგრძნობდი, რომ ვეღარ ვკითხულობდი უწინდებურად. ახალგაზრდაც აღარ ვარ და, ალბათ, ასაკმა მოიტანა ეს ცვლილება, მაგრამ არ მინდოდა, რამდენიმე წელი მაინც სათვალე გამეკეთებინა.

ამიტომ დავიწყე ისეთი მცენარეული საშუალებების ძიება, რომელიც მხედველობას გამიუმჯობესებდა. ერთმა ნაცნობმა რამდენიმე რჩევა მომცა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამ საშუალებებმა მხედველობა ისე გამიუმჯობესა, რომ მგონი, თავდაპირველადაც არ ვხედავდი ასე კარგად. ალბათ კარგა ხანს აღარ დამჭირდება სათვალე.

ახლა კი მინდა, მკითხველსაც ვასწავლო: რეგულარულად მიირთვით მოცვი, როცა კენკრა შემოვა, ცოცხალი სახით, ხოლო ზამთარში — გამხმარი. ასევე 1 ს/კ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით 200 გ ცხელი წყალი, ადუღეთ 30-40 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ, დაუმატეთ იმდენი ცხელი წყალი, რომ ისევ 200გ გახდეს. მიიღეთ 2 ს/კ ნახარში 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ნახარში საკმაოდ ძლიერმოქმედია, ამიტომ ნუ დალევთ ძალიან დიდი რაოდენობით, თორემ შეიძლება წნევა დაგიგდოთ. გარდა ამისა, ხშირ-ხშირად მიირთვით სტაფილოს სალათები. სტაფილო შეიცავს ვიტამინს, რომელიც მხედველობისთვის სასარგებლოა.

ექიმის კომენტარი: მოცვი მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტის მქონე მცენარეა. მას იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების, პირის ღრუს ლორწოვანისა და შარდის ბუშტის დაავადებათა სამკურნალოდ. ეს კენკრა მე- ტად სასარგებლოა მათთვის, ვისაც დარღვეული აქვს ნივთიერებათა ცვლა, რაც იწვე- ვს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ნიკრისის ქარი, რევმატიზმი, შარდის ბუშტის ანთება და ნაღველკენჭოვანი დაავადება.

არცთუ დიდი ხნის წინათ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოცვში შემავალი ბიოფლავონოიდები შეიძლება გამოიყენონ გლაუკომისა და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, მისგან შექმნეს პრეპარატები, რომელიც შველის მხედველობის დაქვეითება- და რეტინოპათიას. სა ალბათ, ოხრახუშის მიერ ფლავონოიდების შემცველობას უკავშირდება მისი ნახარშის ეფექტიანობა მხედველობის დაქვეითებისას. .

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია