ფოლიუმის მჟავა, მართლაც რომ შეუცვლელი ვიტამინია ნერვების, ტვინის და გულის სრულყოფილი მუშაობისთვის

651

ფოლიუმის მჟავა, მართლაც რომ შეუცვლელი ვიტამინია ნერვების, ტვინის და გულის სრულყოფილი მუშაობისთვის

ფოლიუმის მჟავა, რომელიც იგივე B9 ვიტამინია, წარმოადგენს ხსნადი სახის ვიტამინების კომპლექსს

აღნიშნული ვიტამინის ფუნქციებს წარმოადგენს ორგანიზმში მიმდინარე ყველანაირი სახის ზრდის და სტრუქტურის პროცესები. ასევეა

გენეტიკური სინთეზი – ჯანმრთელ უჯრედებს იცავს და ორგანიზმს ახალი უჯრედების წარმოქმნაში ეხმარება. იგი აფერხებს ნაადრევ დაბერებას და დეგენერაციული დაავადებების განვითარებას, როგორიცაა მაგალითად გაფანტული სკლეროზი

რიბონუკლეინის მჟავის წარმოება – თავად ფოლიუმის მჟავა სინთეზში მონაწილეობს და გენეტიკური ინფორმაციის გადამტანის როლს ასრულებს. რიბონუკლეინის მჟავა ცილებთან, B12 და C ვიტამინებთან ერთად ცილების საწარმოებლად და სხვა უჯრედული პროცესებისთვისაა აუცილებელი.

ანემიის პრევენცია – ორგანიზმში აღნიშნული ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება ანემია გამოიწვიოს. მეორე მხრივ,მისი სრულფასოვანი რაოდენობა ორგანიზმში B12 ვიტამინთან ერთად ერითროციტების წარმოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ამით ანემიის რამდენიმე ტიპის განვითარებას ხელს უშლის.

ნერვული სისტემა – როგორც უკვე აღინიშნა ფოლიუმის მჟავა ნერვული სისტემის მუშაობისთვის ერთ ერთი აუცილებელი ვიტამინია. ორგანიზმში მისი რეკომენდებული რაოდენობის არსებობა დეპრესიის განვითარებას ხელს უშლის.

ჯანმრთელი კანი – ალბათ ეს ინფორმაცია თქვენთვის ნამდვილად არიქნება უცხო, რომ B9 აუცილებელია კანის, თმის და ფრჩხილების უჯრედების გასანახლებლად. ასევე იგი ნაადრევი ჭაღარის თავიდან აცილებას ხელს უწყობს.

ფოლიუმის მჟავით მდიდარი პროდუქტები:

ცხოველური წარმოშობის წყაროები – პირველ რიგში, ესაა ხბოს და ქათმის ღვიძლი. ხოლო ხორცი და თევზი ამ მკვებავი ნივთიერებით ძალიან ღარიბია.

მცენარეული წარმოშობის წყაროები:

მცენარეული პროდუქტები მკვებავი ნივთიერებებით მდიდარია და უმეტესობა მათგანი ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს.

  • ყველაზე მაღალი კონცენტრაციით გვხდება შემდეგ მწვანე ბოსტნეულში, როგორიცაა ბროკოლი, ისპანახი, ოხრახუში, სალათის ფურცლები, ჭარხალი, კომბოსტო.
  • პარკოსნები, როგორიცაა ლობიო, ოსპი და ბარდა.
  • მთელი მარცვლეული და მისი პროდუქტები, ასევე ხილი, როგორიცაა ბანანი, ნესვი, ფორთოხალი (ზოგადად, ციტრუსი) და ავოკადო. ავოკადო ფოლიუმის მჟავით ყველაზე მდიდარი ხილია.

რჩევა! : ფოლიუმის მჟავის დანამატები მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღეთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია