“რაუნდა მოიმოქმედოთ ძლიერი ასთური შეტევების დროს?! გაეცანით ხალხური მედიცინის უებარ და უტყუარ რეცეპტებს. .”

569

"რაუნდა მოიმოქმედოთ ძლიერი ასთური შეტევების დროს?! გაეცანით ხალხური მედიცინის უებარ და უტყუარ რეცეპტებს. ."

15 წლის წინათ მქონდა ძლიერი ასთმური შეტევები. ერთმა მედიცინის მუშაკმა მირჩია: 25 ცალ მიხაკს დავაყაროთ 15ჩ/კ შაქარი და დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი. მორევით გავადნოთ შაქარი, დავახუროთ და 12 საათის შემდეგ წამალი მზადაა.

4-5 დღის შემდეგ მიხაკები ამოვიღოთ. წამალი შევინახოთ გრილ ადგილას. მივიღოთ დღეში სამჯერ თითო სუფრის კოვზი (შეტევის დროს დამატებით 1 ჩ/კ). წამლის მიღების შემდეგ გამოიყოფა ბლანტი სითხე და ნახველი ადვილად ამოიღება. 7-8 წელია შეტევა აღარ მქონია, წამალი ამჟამად მზად მაქვს ყოველი შემთხვევისათვის. სცადეთ, იქნებ თქვენც გიშველოთ.

ექიმის კომენტარი: მიხაკის სახელით ცნობილი სანელებელი, რომელიც კულინარიაში გამოიყენება, მიხაკის ხის გამომშრალი კოკორია. შეიცავს 20% ეთერზეთს, რომლის მთავარი კომპონენტებია ევგენოლი და მთრთიმლავი ნივთიერებები. ცნობილია, რომ ჩინეთის იმპერატორის კარზე არსებობდა ჩვეულება: იმპერატორთან წვეულთ პირში გამუდმებით მიხაკი უნდა ჰქონოდათ, რათა უსუფთაო სუნთქვით არ წაებილწათ მბრძანებელი.

მას შემდეგ მიხაკის ეთეროვანი ზეთი გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სტომატოლოგიაში. მიხაკის გამოყენების ჩვენებას წარმოადგენს: ინსულტის წინა და ინსულტის შემდგომი მდგომარეობები, მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითება, გაფანტული სკლეროზი. მას უნიშნავენ იმპოტენციის და ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს. მიაჩნიათ, რომ მიხაკი განწყობილების ამაღლებას უწყობს ხელს. მიხაკის გამოყენება რეკომენდებულია ქრონიკული დაღლილობის, დაბალი წნევის, სასუნთქი სისტემის დაავადებათა და სხვა პათოლოგიების დროს.

ამიტომ არუნდა დავივიწყოთ ამ სანელებლის გამოყენება ყოველდღიურ კულინარიაში. მიხაკი უხდება ცომეულს, ტკბილეულს, ხორცს, თევზს, ბოსტნეულს. მინდა ჩემი გამოცდილებაც გავუზიარო მკითხველს.

აქვე გაგიზიარებთ მკითხველის კიდევ ერთ გამოცდილებას: მქონდა ბრონქული ასთმა, რომელიც გაზაფხულობით განსაკუთრებით მიმწვავდებოდა. ვსვამდი უამრავ წამალს, თუმცა საგრძნობ შედეგს ვერ ვიღებდი. მეზობელმა მასწავლა ასეთი რამ: უნდა გამოწურო კულმუხოს ფესვების წვენი, შეურიო თანაბარი რაოდენობის თაფლთან და მიიღო თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში (თაფლის მიმართ ალერგია არ უნდა გქონდეთ). ორკვირიან მკურნალობას საუკეთესო შედეგი მოჰყვა. მას შემდეგ ასთმის შეტევა აღარ მქონია. სხვათა შორის, სხვა პრობლემებიც მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ისინიც მომეხსნა. გთხოვთ გვიამბოთ, როგორ მოქმედებს კულმუხო ადამიანის ორგანიზმზე.

ჯანმრთელობას გისურვებთ! იმედია ჩვენი მკითველის გამოცდილება თქვენც გამოგადგებათ

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია